მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი - 2026 წლის მნიშვნელოვანი სიახლეები და სამომავლო ხედვა

სალომე პაჭიკაშვილი
06.11.26 12:37
• 218

ნათია, თქვენ უკვე 14 წელია, თიბისის გუნდის წევრი ხართ. წელს კი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი გახდით. როგორია თქვენი ხედვა და მთავარი პრიორიტეტები?

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მისი განვითარება თიბისისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩემთვის, ამ მიმართულების ხელმძღვანელობა დიდი პატივიცაა და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც.

თიბისის მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, ბიზნესებისთვის კი ეს, პირველ რიგში, ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას ნიშნავს. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამბიციაა, თიბისი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის პირველი არჩევანი, როგორც დაფინანსების მიღებისას, ისე - ყოველდღიური საქმიანობის მართვის პროცესში. ამისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ არსებული მომსახურების გაუმჯობესებას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას და საბანკო პროცესების მაქსიმალურად გაციფრულებას.

რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ და ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, რა მხარდაჭერის მექანიზმებს სთავაზობს თიბისი ბიზნესებს?

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ერთ-ერთი გამოწვევა ფინანსებზე დროული წვდომა, ადმინისტრაციული პროცესების სირთულე და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ცოდნასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა. შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება, დროისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია.

ჩვენი, როგორც ბანკის როლია, მუდმივად მოვუსმინოთ ბიზნესს, დავინახოთ მათი საჭიროებები და შევთავაზოთ ისეთი ფინანსური და არაფინანსური გადაწყვეტები, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.

სწორედ ამიტომ, MSME მიმართულებით, სამი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს:

ყოველდღიური ბანკინგის გამარტივება და გაციფრულება - მუდმივად ვავითარებთ ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას, იმისთვის, რომ ბიზნესმა ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები მაქსიმალურად მარტივად, სწრაფად და მისთვის მოსახერხებელ დროს მართოს.

დაფინანსების ხელმისაწვდომობა - ჩვენი გუნდის მიზანია, ბიზნესმა საჭირო ფინანსური რესურსი დროულად, მარტივი პროცესით და მის საჭიროებებზე მორგებული პირობებით მიიღოს.

ბიზნესთან გრძელვადიანი პარტნიორობის გაძლიერება - გვინდა, უკეთ გვესმოდეს თითოეული ბიზნესის საჭიროებები და მისი განვითარების ეტაპის შესაბამისად შევთავაზოთ მხარდაჭერა - მათ შორის ცოდნის მიღების, ახალი კავშირებისა და განვითარების შესაძლებლობების კუთხით.

კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე რომ ვისაუბროთ, რომლებიც თიბისიში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივებისთვის შეიქმნა?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგეთ.

პირველ რიგში, გამოვყოფდი ბიზნესის დაწყების პროცესის გამარტივებას - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თიბისის 16 ფილიალში, საკუთარი ბიზნესი დაარეგისტრიროს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია. ერთი ვიზიტით, მას შეუძლია ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს.

ამასთან, ბიზნეს მობაილ და ინტერნეტბანკში დავამატეთ ახალი ფუნქციონალები, მათ შორის - ინვოისების შექმნისა და მართვის შესაძლებლობა. გავამარტივეთ საბანკო და საბუღალტრო სისტემების დაკავშირება, რათა ბიზნესმა ნაკლები დრო დახარჯოს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაფინანსების პროცესის გამარტივება და დაჩქარება. მოქმედ ბიზნესმსესხებლებს წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტების ათვისება ციფრული არხებიდან წამებში შეუძლიათ. ასევე, სრულად გავაციფრულეთ ელექტრონული სატენდერო გარანტიების პროცესი, რის შედეგადაც ბიზნესს სატენდერო გარანტიის მიღება უკვე 30 წუთში შეუძლია.

აქტიურად ვავითარებთ საკრედიტო გადაწყვეტილებების ავტომატიზაციას. დღეს, განაცხადების 50%-ზე მეტზე გადაწყვეტილება ავტომატურად მიიღება და ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ, რათა მეტმა ბიზნესმა დაფინანსებაზე პასუხი მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს.

ყველა ამ სიახლის მიზანი ერთია - ბიზნესმა ნაკლები დრო დახარჯოს საბანკო პროცედურებზე და მეტი დრო დაუთმოს საკუთარი საქმიანობის განვითარებას.

თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერი ბანკია. რომელ მთავარ, ბოლო პერიოდის შედეგებსა და მიღწევებს გამოყოფდით?

2026 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოირჩევა. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ბაზრის ლიდერები ვართ.

დღეს თიბისი 100 000-მდე ბიზნესს ემსახურება. მხოლოდ მიმდინარე წელს, 6 000-მდე ახალი ბიზნესი დავაფინანსეთ, საიდანაც 1 000 აგრობიზნესია. ჯამურად, ერთი წლის განმავლობაში, 1 მილიარდი ლარის მოცულობის დაფინანსება გავეცით.

ჩვენთვის წარმატება მხოლოდ დაფინანსების მოცულობით არ იზომება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად მარტივად და კომფორტულად სარგებლობს ბიზნესი ჩვენი მომსახურებით. დღეს, ბიზნესმომხმარებლების ტრანზაქციების 90%-მდე ციფრულად ხორციელდება. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ მეწარმეების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მხოლოდ წელს, 50-მდე საგანმანათლებლო შეხვედრა ჩავატარეთ, რომლებშიც 5 000-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ბიზნესდაჯილდოებაზეც მინდა გკითხოთ. წელს, პროექტი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საიუბილეო, მეათე სეზონზე და რით იქნება წელს პროექტი განსაკუთრებული?

დიახ, წელს ბიზნესდაჯილდოება უკვე მეათე საიუბილეო სეზონს აღნიშნავს. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი მთავარი მიზანია წარმატებული ბიზნესების წარმოჩენა, მეწარმეობის პოპულარიზაცია და ძლიერი ბიზნესსაზოგადოების განვითარება.

ათი წლის განმავლობაში, პროექტში 4 500-ზე მეტმა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. წლის ბოლომდე, ბიზნესდაჯილდოება 2026-ზე რეგისტრაციას გამოვაცხადებთ და საიუბილეო სეზონთან დაკავშირებით, მონაწილეებს არაერთ სიახლეს შევთავაზებთ.

ჩვენი მთავარი სურვილია, ბიზნესდაჯილდოება კიდევ უფრო მეტი მეწარმისთვის გახდეს საკუთარი წარმატების გაზიარების, ახალი კავშირების დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსურ სექტორში. როგორ ხედავთ მათ გამოყენებას მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაში?

ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ცვლის ბიზნესის მომსახურების მოდელს. ჩვენთვის მთავარი შესაძლებლობა მონაცემების უკეთ გამოყენებაში, პროცესების ავტომატიზაციასა და მომსახურების პერსონალიზაციაშია, რათა უკეთ გავიგოთ თითოეული ბიზნესის საჭიროებები და უფრო სწრაფად შევთავაზოთ მასზე მორგებული გადაწყვეტები.

გვინდა, ჩვენმა ბიზნესბანკირებმა ნაკლები დრო დახარჯონ რუტინულ ოპერაციებზე და მეტი დრო დაუთმონ მომხმარებლებთან ურთიერთობასა და მათთვის ღირებული გადაწყვეტილებების მოძიებას.

ამასთან, წელს საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა თიბისის MSME მიმართულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ფინანსური ინოვაციისთვის დააჯილდოვა მინი და მიკრო სესხების გაცემის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის, რაც საკრედიტო პროცესების ავტომატიზაციასა და დაფინანსების მიღების დაჩქარებას უწყობს ხელს.

და ბოლოს, როგორ ხედავთ SME ბანკინგის განვითარებას მომდევნო წლებში და რა არის თქვენი მთავარი სტრატეგიული ამბიცია თიბისის SME მიმართულებისთვის?

ფიქრობ, მომდევნო წლებში ბანკი კიდევ უფრო მეტად გახდება ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი მთავარი ამბიციაა, თიბისი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის პირველი არჩევანი - ბანკი, რომელსაც მეწარმე არა მხოლოდ დაფინანსებისთვის მიმართავს, არამედ მისი საშუალებით ყოველდღიურად მართავს საკუთარ ბიზნესს.

მომდევნო წლებშიც, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ციფრული მომსახურების განვითარებას, რათა მეწარმეს ერთ სივრცეში შეეძლოს ფინანსების მართვა, გადახდების განხორციელება და მისთვის საჭირო მომსახურების მიღება.

ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გვინდა, თითოეულ ბიზნესს შევთავაზოთ მის საჭიროებებსა და განვითარების ეტაპზე მორგებული გადაწყვეტილებები. გავაგრძელებთ ბიზნესეკოსისტემის განვითარებასაც, რათა მეწარმეებს ცოდნის მიღების, პარტნიორების მოძიებისა და ახალ ბაზარზე გასვლის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ჩვენი ამბიციაა, თიბისი იყოს არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, არამედ ბიზნესის მთავარი ფინანსური პარტნიორი, მისი განვითარების ყველა ეტაპზე.










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები