მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისის" მხარდაჭერით, საგურამოში 20 მლნ-იანი კომპლექსი "სევსამორა რეზორტი და სპა" გაიხსნა

5de7a78c66dcf
თელარა გელანტია
04.12.19 16:38
2413
თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - საგურამოში, "თიბისის" მხარდაჭერით, მრავალფუნქციური დანიშნულების, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა“ გაიხსნა.

ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს. 

მაღალი კლასის ტურისტულ-დასასვენებელი კოპლექსი 25 ჰა-მდე მიწის ფართობზეა განლაგებული და მოიცავს 45 ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

კომპლექსის მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის გამოყენებულია ისეთი იტალიური, ფრანგული და გერმანული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, როგორებიცაა: “Casalgrande Padana”, "la Fabrica“, “Jacob Delafon”, “Kerakoll“, “Cesar”, “Kohler”.

„სევსამორა რეზორტი და სპა“ მიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას. 

"თიბისი" ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს", - აცხადებენ თიბისიში.



დასასვენებლი კომპლექსი პირველ სტუმრებს 25 დეკემბრიდან უმასპინძლებს.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები