გუშინ საღამოს, თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, AWS-ის კომუნის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თიბისის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და AWS-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი, AWS-ის მომხმარებელთა ჯგუფია, რომელიც ქართველი და უცხოელი ინჟინრების, დეველოპერებისა და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა.