თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა - itrade.ge ბიზნესებს ერთ სივრცეში აერთიანებს. საკმარისია ხედავდე იდეას - ეს გზავნილი თიბისიმ იმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. პლატფორმა iTrade.ge -ს დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ იდეა ჰქონდა პლატფორმის, რომელიც დღეს, ანუ 7 თვის თავზე, ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს და მათ შორის ყიდვა-გაყიდვის და ტენდერების პროცესს აუმჯობესებს. საიდან დაიწყო, როგორ გაგრძელდა კომუნიკაცია და სადამდე მივიდა სტარტაპი, რომელიც 1 წლისაც არ არის?