მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის პარტნიორი - “ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკები”

ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა. ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების ქსელმა, რომელიც „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრსა“ და „ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკას“ აერთიანებდა, 14 წლიანი საქმიანობის შედეგად, გაფართოების გეგმები დაისახა და რებრენდინგიც მოახდინა. ცოტა ხნის წინ, NB Dental-ის ქუდის ქვეშ ორი კლინიკა გაერთიანდა: „ნბ ციფრული ორთოდონტია და ბავშვთა სტომატოლოგია“ და „ნბ დენტალური ველნესი და ესთეტიკა“. ერთიანი სამედიცინო სივრცის კონცეფციით შექმნილი 2 ფილიალის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა კი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. ახლა პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად სტომატოლოგების გუნდი, რომელიც 30 ექიმს აერთიანებს, სხვადასხვა მიმართულებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ კლინიკებში იმუშავებს.

სტუმარი: თამარ გეგია - “ნინო ბერიძის სტომატოლოგიური კლინიკების” დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები