თიბისი ბიზნესის რუბრიკით ვაგრძელებთ გადაცემას. დღეს მოგიყვებით, კომპანია ნატურალე ბრევერაზე, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კომპანიის დამფუძნებლები ჩეხეთსა და გერმანიაში მოგზაურობდნენ და იქაურ ლუდს აგემოვნებდნენ. საქართველოში დაბრუნებისას კი გადაწყდა, რომ საუკეთესო ხარისხის ლუდი ჩვენ ქვეყანაშიც უნდა ყოფილიყო და უკვე 8 წელია საქართველოში ნატურალე ბრევერის ლუდის მწარმოებელი კომპანია არსებობს.