მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის პარტნიორი - რესტორანი “ბანგკოკი”

9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი ბანგკოკი გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია იყო, მეორე მხრივ კი, დამფუძნებლებს სურდათ, თითოეული მათგანის არომატი ჩვენს რეცეპტორებთან ბალანსში ყოფილიყო. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე, ბანგკოკი ერთ-ერთი მოთხოვნადი აზიური სწრაფი კვების ქსელია, რომელიც იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოებს აერთიანებს. მაღალი მოთხოვნა კი გაფართოებასაც გულისხმობს და ფინანსური ინსტიტუტების ჩართვის პერიოდიც დგება.

სტუმარი: მაგდა მაკარაძე - რესტორანი "ბანგკოკი", გენერალური მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები