მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს

Global Finance-მა, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ეს ჯილდო თიბისის პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის. Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა. Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.

სტუმარი: ნატა ხურციძე - თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები