ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისი მეწარმეებს ახალ სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობა ბიზნესებისთვის სრულიად უფასო იქნება, ყოველთვიური საკომისიო გადასახადის გარეშე. ამასთან, ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით განხორციელებული გადახდის საკომისიო მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. შეთავაზება ნებისმიერი ზომის ბიზნესზე ვრცელდება და პირველი 6 თვის განმავლობაში სალარო ტერმინალის გამოყენება სრულად უფასოა. სპეციალური პირობებით სარგებლობა იმ მეწარმეებს შეეძლებათ, რომლებიც ამ ეტაპზე თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ.
თიბისის სალარო ტერმინალი აერთიანებს პოს ტერმინალისა და სალარო აპარატის ფუნქციებს, რაც ბიზნესებს საბარათე და სალარო ოპერაციების უფრო მარტივად და სწრაფად შესრულების საშუალებას აძლევს. მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ნაკლები დანახარჯი, ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში; ასევე აღრიცხვის გამარტივებული პროცესი, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ერთ სივრცეში გაერთიანება, ე.წ. თიფის მიღების შესაძლებლობა და არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში თანხის სწრაფად და მარტივად დაბრუნება. როგორც თიბისიში აცხადებენ, კომპანიის მიზანია, ბიზნესებს ყოველდღიური საქმიანობა გაუმარტივოს და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს.
თუ კიდევ დაგრჩათ კითხვები, სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ოფიციალურ ვებგვერდზე.


































