მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

ქალი მეწარმეები
08.10.24 10:40
285

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში გაიცემა 50,000-დან 500,000 ლარამდე სესხი უზრუნველყოფის გარეშე. სესხის პროცენტი: არაუმეტეს 10%-ისა პირველი 60 თვის განმავლობაში.

დამატებით, თუ თანხა მოხმარდება საინვესტიციო მიზნობრიობას და მოხდება ევრო სტანდარტის აქტივის შეძენა, მომხმარებელი შეძლებს დაიბრუნოს სესხის თანხის 10-15%.

გარდა ამისა, თიბისი ქალ მეწარმეებს სთავაზობს კიდევ სხვა შეღავათებსაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, მათ შორის:

  • თიბისის ტერმინალის საკომისიოზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი
  • თიბისის ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე - 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.5% სა)
  • პარტნიორი ბანკების ბარათებით შესრულებულ ტრანზაქციაზე - 1.4%, მინ. 0.1 ლარი (ნაცვლად 1.7% სა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები