მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს

637c7c7fa0f31
BM.GE
22.11.22 11:47
626
თიბისის პროგრამა სტარტაპ დეკრეტი 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანი როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე, ზოგადად, სტარტაპერების ხელშეწყობა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა. ამ დროის განმავლობაში სტარტაპ დეკრეტმა არაერთი წარმატების ისტორია გააერთიანა.

წელს სტარტაპ დეკრეტში სამმა გუნდა გაიმარჯვა, რომლებსაც თიბისი 6-თვიან ანაზღაურებად შვებულებას და თავიანთი ინოვაციური იდეების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობას სთავაზობს.

პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის გეიმერებისთვის შექმნილი პლატფორმით მოხვდნენ გიორგი მეძმარიაშვილი და დავით ცერცვაძე. LFG - ციფრული არხია გეიმერებისთვის, სადაც გუნდელის პოვნა და გასართობად სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობა შეგიძლია.

ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი ეძებს გუნდელს სხვადასხვა თამაშში. დღეს ამ პრობლემის გადაჭრა ძირითადად discord-ის საშუალებით ხდება, რომელსაც რთულად საპოვნელი არხები, არასწორი ინფორმაცია და სხვა პრობლემები ახლავს თავს.

“ამ პრობლემის გადასაჭრელად გვინდა, გავაკეთოთ პლატფორმა LFG (Looking For Gamers), რომელიც მომხმარებელს ზემოთქმულ სირთულეებს გაუმარტივებს. LFG-ის დახმარებით შეგეძლება უმარტივესად, რამდენიმე კლიკში დაიწყო გუნდელის ძიება სხვადასხვა ფილტრაციით ეს იქნება რეგიონის, Skill based თუ სხვა კრიტერიუმით”, - ამბობს გიორგი მეძმარიშვილი.

იდეა თავიდან გაჩნდა მხოლოდ გუნდელის ძიებისთვის, მაგრამ რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ მონაწილეებმა პროდუქტის განვითარებისათვის კარგი ფუნქციონალები დაინახეს და გადაწყვიტეს, ყველა ეს ხელსაწყო ერთ პლატფორმაზე გაეერთიანებინათ.

„სტარტაპ იდეაზე მუშაობის დროს, ორი მთავარი რამ არის მნიშვნელოვანი - ერთი, რომ დრო დაუთმო იდეას, რომლისაც გჯერა და მეორე ფაქტორია, არ დაკარგო შემოსავალი. სტარტაპ დეკრეტი უნიკალური შესაძლებლობაა თიბისელებისთვის. პროექტი თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის მიღმა ინტერესების აღმოჩენაში ეხმარება”, - ამბობენ გუნდში.

ნათია ჯიბლაძისა და ნანა ახობაძის გამარჯვებული სტარტაპ იდეა CX Hub პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების მართვის outsourcing სისტემას წარმოადგენს. პლატფორმა საშუალო და დიდ კომპანიებს დაეხმარება Customer Experience-ის გაზომვასა და მართვაში. დღეს საშუალო ბიზნესებს და რიგ შემთხვევებში მსხვილ კომპანიებსაც არ გააჩნიათ ფინანსური რესურსი/კომპეტენცია იმისათვის, რომ შექმნან CX გაზომვის სისტემები და სრულშტატიანი თანამშრომლების დახმარებით იზრუნონ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მათი გარკვეული ნაწილი კონცენტრირდება მხოლოდ გაყიდვების სტიმულირებაზე, იშვიათ შემთხვევებში კი იყენებენ ერთჯერად კვლევებს, რომელიც ვერ ფარავს CX-ის გაზომვის და მართვის სრულ არეალს.

„ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც სტარტაპ დეკრეტი აღმოჩნდა ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ რეალისტურად წარმოგვედგინა ჩვენი იდეა და გვეფიქრა მის განხორციელებაზე. იდეაზე მუშაობის პროცესმა საშუალება მოგვცა მეტად ვკონცენტრირებულიყავით პლატფორმის შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე“, - ამბობენ გუნდში.

გამარჯვებული გუნდი CX Hub პლატფორმის შექმნაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. პარალელურად მოხდება დაფინანსების მოძიებასა და მიზნობრივ სეგმენტებთან საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობა, რაც პლატფორმის გაშვების მომენტისთვის გაამარტივებს ბაზარზე პოზიციონირებას.

ალექსანდრე მანია და ლევან კოკაია უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ გუნდში მუშაობენ, ერთმანეთს საერთო ხედვებს, გამოწვევებსა და მიღწევებს უზიარებენ. მიღებული გამოცდილებისა და სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგად დაინახეს, რომ ეჯაილ საქმიანობის მეტად მოქნილად და ეფექტიან წარმართვაში საჭირო იყო პროცესების გამამარტივებელი ხელსაწყო, რომელიც ამ მომენტისთვის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე შეიქმნა ციფრული პროდუქტის იდეა „SHARA”.

„SHARA-ს ზურგს მრავალთვიანი ბაზრის კვლევა უმაგრებს, რის შედეგადაც მივედით ობიექტურ დასკვნამდე, რომ მსგავსი კომპლექსური ციფრული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში ეჯაილ პრაქტიკას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, მოქნილსა და რაც მთავარია, მარტივად გამოყენებადს გახდის, როგორც გუნდებისთვის და ასევე დიდი ორგანიზაციებისთვისაც”,-ამბობენ გუნდში.

მონაწილეების აზრით, სტარტაპების ხელშეწყობა და მათი წარმატების აქსელერაცია ქვეყნის ეკონომიკურ-ტექნოლოგიური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

თიბისის პროგრამა სტარტაპ დეკრეტმა თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი წარმატების ისტორია გააერთიანა. თიბისელების შექმნილი ინოვაციური პროდუქტები საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო მათ გართობის, განათლებისა თუ საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება.

პროგრამის ძველი გამარჯვებულების დიდი ნაწილი დღე უკვე წარმატებული სტარტაპია.

ასეთია მაგალითად UPWAY - კურსების ყველაზე დიდი და სანდო მარკეტფლეისი საქართველოში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ, შეადარონ და შეიძინონ ლოკალური კურსები. ხოლო კურსის პროვაიდერებს შეუძლიათ განათავსონ და მართონ კურსზე ინფორმაცია, მიიღონ რეგისტრაციები და გაყიდონ კურსები.

eConsul - სტარტაპი მოგზაურობის ყველაზე მოსაწყენ და კომპლექსურ მხარეს ამარტივებს - სავიზო რეგულაციებს. ბიზნესი ეხმარება მოგზაურებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, სავიზო აპლიკაციის შევსებაში და საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნაში. პლატფორტმაზე მოგზაური პროფილს ქმნის, რომელიც ეხმარება მომდევნო მოგზაურობებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების თავმოყრაში. საქართველოს ბაზარზე არ არსებობს კონკურენტი კომპანია, რომელიც მოგზაურის ინფორმაციის კონსოლიდირებას ახდენს.
GeParts - ციფრული პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს იმ ტკივილს არიდებს თავიდან, რომელსაც ავტონაწილების მოძიება ჰქვია. ავტოექსპერტი ადამიანს სასურველი ავტონაწილის სწრაფად და მარტივად მოძიებაში ეხმარება.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები