ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ TBC ბანკის საქმეზე პროკურატურის მორიგი განცხადება, ბანკს და მის დამფუძნებლებს აზიანებს.
"პროკურატურას "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს და ცხადად გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნება", მთავრობა და პროკურატურა, რომელიც ორი დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ პარლამენტში არ უნდა მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა, მხოლოდ იმიტომ, რომ დააზიანდება "თიბისი ბანკს", იგივე ხალხი დღეს, ისე რომ რაიმე ახალი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, კვლავ აგრძელებს ამ თემის სკანდალად ქცევას.
ცხადად იკვეთება მიზანი - "თიბისი ბანკიც" და ბატონები, ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ მუდმივი შეტევის სამიზნეები, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ ბანკს ან საფინანსო სექტორს კი არ აზიანებს, არამედ მთელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტს, სადაც კონსორციუმი დღეს დიდი ძალისხმევით ცდილობს, გადაარჩინოს პროექტი სრული კოლაფსისგან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ "თუ პროკურატურას სათქმელი არაფერი ჰქონდა, თემის კიდევ ერთხელ სკანდალად ქცევა მხოლოდ მიმართულია იქითკენ, რომ დააზარალონ ბანკი, ხაზარაძეც და ჯაფარიძეც".

























