მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისიში" წელს უფრო მეტ ზრდას სამომხმარებლო და კორპორაციულ სესხებში ველით - ვახტანგ ბუცხრიკიძე

ბუცხრიკიძე

„თიბისი ბანკში“ წელს დაკრედიტების უფრო მეტ ზრდას სამომხმარებლო და კორპორაციულ სესხებში ელიან. ასეთია ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის პროგნოზი, რაზეც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მომხმარებლის მხრიდან ლარის სესხებზე მოთხოვნა უფრო მაღალია.

„ლარში დაკრედიტებაზე მოთხოვნა გაზრდილია და „თიბისი ბანკის“ მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები ვართ. ვფიქრობთ, წელს ლარში დაკრედიტებაზე უფრო მეტი აქტიურობა გვექნება. მოლოდინი გვაქვს, რომ დაფინანსება არამხოლოდ ფიზიკური პირების შემთხვევაში, არამედ მსხვილ კორპორაციულ ბიზნესშიც გაიზრდება.

იპოთეკური სესხების ზრდის მაჩვენებელი 2022-2023 წელს საკმაოდ მაღალი იყო. ვფიქრობთ, 2024 წელს იპოთეკური სესხები არ იქნება ისეთი გამორჩეული პროდუქტი, სადაც მაღალი ზრდა იქნება. უფრო მეტ ზრდას სამომხმარებლო და კორპორაციულ სესხებში ველით, მაგრამ ზრდა იპოთეკურ სესხებშიც გვექნება“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები