მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Tiffany & Co. ყოველ გაყიდულ ბრილიანტზე მომხმარებელს სერტიფიკატს გადასცემს

5c3a07d359712
BM.GE
13.01.19 13:32
1063
Tiffany & Co. მომხმარებლებს, რომლებიც მაღაზიაში შეიძენენ ბრილიანტის სამკაულს 0,18 კარატიდან ზევით, სერტიფიკატს გადასცემს, სადაც აღნიშნული იქნება შეძენილი ბრილიანტის წარმოშობის ისტორია (ქვეყანა და რეგიონი).

სიახლის მიზანია, ბრილიანტების წარმოება და მოხმარების პროცესი გაცილებით საპასუხისმგებლო და გამჭვირვალე გახადოს.

გამომდინარე იქედან, რომ ბევრ ქვეყანაში, ბრილიანტის მოპოვების პროცესში გარკვეულ შეცდომებს უშვებენ და ასევე, არ არის შრომის ადეკვატური ანაზღაურება, კომპანია არ ითანამშრომლებს ისეთ წყაროებთან, რომელიც სტანდარტებს არ დააკმაყოფილებენ ან თუკი გაურკვეველია, ბრილიანტის მოპოვების ადგილი.
ამის გარანტი კი, სწორედ სერტიფიკატები იქნება.

როგორც თავად კომპანია აღნიშნავს, ეს არის ახალი, მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც 100%-იანი სიზუსტით ასახავა გეოგრაფიულ მდებარეობას თუ სად მოიპოვება ალმასი და გადასცემს მომხმარებელს შეძენილ ნივთს შესაბამისი სერტიფიკატით.

მოთხოვნის შესაბამისად, მყიდველები ასევე მიიღებენ დამატებით ინფორმაციას ყველა დარეგისტრირებულ ქვაზე.

სიახლე ძალაში წელს შევიდა; მომდევნო წლებში კი, სერტიფიკატზე, გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა, სბრილიანტების შესახებ სხვა ინფორმაციის დამატებაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები