ცნობილ საუველირო კომპანიას Tiffany & Co-ს გაყიდვები საშობაოდ 3%-ით გაეზარდა. ზრდაში მნიშნველოვანი წილი ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმაც შეიტანეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას ზუსტად 3%-იანი ვარდნა უფიქსირდებოდა გასულ წელს, როგორც - აზიის ასევე ამერიკის ბაზარზე. Tiffany & Co-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალესანდრო ბოგლიოლომ გაყიდვების შემცირება ნაკლები ტურსტული ნაკადით და პორდუქტზე შემცირებული მოთხოვნით ახსნა.
მან აღნიშნა, რომ აზიური ბაზრის გამოცოცხლება, განსაკუთრებით კი ჩინეთის კომპანიისთვის სასიამოვნო სიურპრიზია.
„ჩვენს ზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩინეთში არსებულმა მაღაზიებმა, შედარებით ნაკლები გაყიდვები გვიფიქსირდება ჰონკონგში“, - აცხადებს Tiffany & Co-ს აღმსარულებელი დირექტორი.
Tiffany-ის საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ კომპანია საშობაოდ აქაც ელის გაყიდვების 2%-4%-იან ზრდას.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში გაყიდვები 11%-იდან 9%-მდე შემცირდა, რაც მოხმარების გადასახადით აიხსნება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ LVMH-მ Tiffany-ი 12 მილიარდი აშშ დოლარად შეიძინა. Tiffany 182 წლის წინ დაარსდა ამერიკაში და მისი საიუველირო ნაწარმი დღემდე პოპულარულობით სარგებლობს.