მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტიფლის ტექსტილი" საფეიქრო საწარმოს შექმნის

58d38f4b007c1
BM.GE
23.03.17 13:01
3934
შპს „ტიფლის ტექსტილი“ საფეიქრო საწარმოს შექმნის. საწარმოს ასაშენებლად კომპანიას თბილისში კაიროს ქუჩა N81-ის მიმდებარედ 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადასცა.

საფეიქრო საწარმო 2 წლის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 წინდის წარმოებას უზრუნველყოფს

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სხვადასხვა უწყებების მხრიდან უკვე მხარდაჭერილია 231 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 512.01 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა - 280.35 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10,311 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები