მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიფოქსი“ - ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები და ინდუსტრიული ტექნიკა B2B სექტორისთვის

642c33a782bf8
BM.GE
05.04.23 09:00
1281
„თიფოქსი“ განაგრძობს მასშტაბებისა და ახალი მიმართულებების განვითარებას. ის აქტიურად ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. პრემიუმ ხარისხის ბრენდებით, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებითა და ინდუსტრიული ტექნიკის ფართო არჩევანით, ქმნის უწყვეტ და სტაბილურ მიწოდების ჯაჭვს B2B სექტორისთვის.

„კმაყოფილი მომხმარებელი კომპანიის მთავარი ღირებულებაა, რომელიც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ მათ საჭიროებებზე მორგება გვიბიძგებს უწყვეტ რეჟიმში შევთავაზოთ ინოვაციური პროდუქტები და გავაფართოოთ არსებული კატეგორიები”, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რამილ ასკეროვი.

,,თიფოქსი“ იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებს. პროდუქციის დასახელებებს შორის სამშენებლო ტექნიკისა და მასალების საერთაშორისო ბრენდებია.

„თიფოქსი“ ისეთი მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორიცაა შვეიცარიული თვითმჭრელების კომპანია SFS-ი, თურქული, ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი OSCAR-ი და ასევე, გერმანული ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი WEBER MT. აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს OSCAR-ისა და WEBER MT-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსს კავკასიის რეგიონში.

„მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენი ასორტიმენტი გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, როგორც მცირე, ასევე საშუალო და ინდუსტრიული ბიზნეს სუბიექტებისთვის. სწორედ ამიტომ სასაწყობო სივრცეების გაფართოების პარალელურად იგეგმება რამდენიმე შოურუმის გახსნა ქვეყნის მასშტაბით. ამ სივრცის მიზანია მომხმარებელს მივცეთ საშუალება პირადად შეაფასოს პროდუქცია და სრული გამჭვირვალობით მიიღოს ყიდვის გადაწყვეტილება. მომხმარებელს დახვდება კორპორაციული ფასი, პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ფასდაკლების სისტემა და მათზე მორგებული გადახდის მეთოდები, “- აღნიშნავს რამილ ასკეროვი.

ამრიგად, კომპანიის მიზანია უპასუხოს B2B სექტორის მოთხოვნებს და შექმნას ყველაზე სანდო და ხარისხთან ასოცირებული ბრენდი სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. მიუხედავად გაჯერებული ბაზრისა, "თიფოქსს’’ გამოცდილება, ლოიალური და ემპათიური მიდგომა მომხმარებელთან, სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგია და საბაზრო პოლიტიკასთან ადაპტაციის უნარი აძლევს საშუალებას დაიმკვიდროს თავი, როგორც ყველაზე მოთხოვნადმა ბრენდმა სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე.

(რ)