მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიფოქსი“ 2023 წლის წარმატებულ შედეგებს აჯამებს

თოფიქსი
28.12.23 11:40
972

კომპანია „თიფოქსმა“ მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული და მასშტაბური პროექტი პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებით უზრუნველყო.

2023 წლის დასაწყისში დაანონსებული აქტივობების შედეგების შესახებ კომპანიის დირექტორი რამილ ასკეროვი საუბრობს.

„თიფოქსისთვის“ 2023 გამოწვევებით სავსე წელი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ახალი მიმართულებების განვითარებაზე, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და პოზიციონირების არეალის გაფართოებაზე. მიმდინარე წელს მოვიპოვეთ უფლება და ქართულ სამშენებლო ბაზარს ექსკლუზიური წარმომადგენლობით ვთავაზობთ SEKIZLI-სა და Assan Panell-ის პროდუქციას.

პრემიუმ ხარისხის მსოფლიო ბრენდებით, ინდუსტრიული და კარკასული მშენებლობისთვის საჭირო მასალებითა და სამშენებლო ტექნიკის ფართო არჩევანით, მიმდინარე წელს „თიფოქსმა“ შექმნა უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი B2B სექტორისთვის.

პროცესის ფარგლებში „თიფოქსმა“ ინდუსტრიული ტიპის მშენებლობები სხვადასხვა ტიპის მასალებით აღჭურვა. დამკვეთთა შორისაა ისეთი კომპანიები, როგორიცაა: ლიბო ჯგუფი, ოლ-პი მეტალი, ელემენტ კონსტრაქშენი, ჰორიზონტი, გრიმ ტერმინალი, ქართული დეველოპერული კომპანია, სონივა ჯორჯია და სხვა“,– აცხადებს რამილ ასკეროვი.

„თიფოქსისთვის“ გამოცდილების გაზიარება წარმატებული სამუშაო პროცესის ნაწილია. სწორედ ამიტომ კომპანია წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მიზნობრივ ღონისძიებებში და წარმოდგენილი იყო ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა: „CAUCASUS BUILD 2023“, „გაყიდვების ასოციაციის ბიზნეს გამოფენა 2023“ და „შემსყიდველთა კონფერენცია 2023“.

წლის დასაწყისში „თიფოქსისთვის“ გამოწვევას წარმოადგენდა თანაბრად დაეკმაყოფილებინა, როგორც B2B ასევე B2C მომხმარებლის მოთხოვნები და ეს გამოწვევაც წარმატებით დაძლია. კომპანიამ შექმნა სივრცე, სადაც საცალო მომხმარებელს საშუალება აქვს შეარჩიოს კარკასული მშენებლობისთვის საჭირო ყველა საჭირო სამშენებლო მასალა.

„რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს - კმაყოფილი მომხმარებელი კვლავ რჩება კომპანიის მთავარი ღირებულება, რომელიც არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ მათ საჭიროებებზე მორგება გვიბიძგებს უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინოვაციური პროდუქტები და გავაფართოვოთ არსებული კატეგორიები ინდუსტრიული და კარკასული მშენებლობის საჭიროებებზე მორგებით. ჩვენი მთავარი მიზანია ასორტიმენტი გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, როგორც მცირე, ასევე საშუალო და ინდუსტრიული ბიზნეს სუბიექტებისთვის. ამრიგად, 2024 წელს მომხმარებელს შევთავაზებთ არაერთ ექსკლუზიურ პროდუქტს და სერვისს, რომელიც შეამცირებს ინდუსტრიული და კარკასული მშენებლობის, როგორც საოპერაციო ხარჯებს, ასევე მშენებლობის შესრულების დროს“, - აცხადებს „თიფოქსის“ დირექტორი რამილ ასკეროვი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები