მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე - რუხის საავადმყოფოში გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი

5e7f35750650e
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 15:29
927
რუხის საავადმყოფოში ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუხის საავადმყოფო უკვე აღჭურვეს 11 სასუნთქი აპარატით და 25 საწოლით.

„შევხვდით ექიმებს, იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება და რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ბევრი მუშაობა ექიმების მოგროვებაზე და ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი იქნება, რომელიც თვალყურს მიადევნებს ყველა იმ ფაქტორს, რომ პროცესი გაიმართოს და იყოს ყველანაირი ხარვეზის გარეშე. აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში რუხის საავადმყოფოში ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი, რომლებიც როგორც მართვით სუნქთვაზე იქნება ნამართი, ასევე იქნება ბოქსირებულ პალატაში და მიიღებენ ყველა სახის მომსახურებას.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ოკუპირეული ტერიტორიებიდან ჩვენ მივიღებთ პაციენტებს, და რა თქმა უნდა, მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რუხში დღეს ჯანდაცვის მინისტრი პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები