მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩება

615ffbf99a2a1
ინგა მურუსიძე
08.10.21 12:20
597
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩება.

საქმე ის არის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით,
ქვეყანაში დარჩენილია 15 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და სავარაუდოდ, მათი ნაწილი გამოუყენებელი დარჩება.

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი პრობლემა შეიქმნა. საქართველოში მოხდა ლეტალობის ერთი შემთხვევაც, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო და ამან ვაქცინის პოპულარობაზე იმოქმედა. დაიკლო ჩვენი მოქალაქეების ნდობამ ვაქცინის მიმართ, შესაბამისად, იკლო მასზე მოთხოვნამ.

სახელმწიფომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და დამატებითი დოზები არ შეგვიძენია, თუმცა კოვაქს პლატფორმიდან მიღებული ის რაოდენობა, რომელიც უკვე შეძენილი გვქონდა, მაქსიმალურად ავითვისეთ. ამდენად, იმ ვაქცინებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეტად პოპულარული იყო, გამოიწვია ის, რომ "ასტრაზენეკას" გარკვეული დოზები აუთვისებელი დარჩა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები