მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე გერმანიაში დასაქმებული ქართველების შრომის პირობებზე მორიგ კომენტარს აკეთებს

60d4749f0b0a3
ინგა მურუსიძე
24.06.21 16:45
838
"არაერთი ქვეყანა არის მზად, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება მოხდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ საქართველოდან გერმანიაში სხვადასხვა სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების ნაწილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, თუ რამდენად არაჰიგიენურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გადახდილი ხელფასი კონტრაქტით გათვალისწინებულს არ შეესაბამებოდა. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები სხვა სამუშაო ადგილებზე გადაიყვანეს, თუმცა მათი ნაწილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს სასამართლოში უჩივლებს.

„გერმანიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაიწყო საქართველოს მხრიდან და ჩვენ გვყავს არაერთი პარტნიორი როგორც გერმანიის სახით, ისე ისრაელის და საფრანგეთის სახით.

არის კიდევ სხვა ქვეყნების მზაობა, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება. მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა გარკვეული უკმაყოფილება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გერმანელი დამსაქმებლის მიმართ, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ, დასაქმების სააგენტო დაუკავშირდა გერმანიის დასაქმების სააგენტოს და მოხდა რეაგირებები. ამ ყველაფრის შედეგად დამსაქმებელს დაევალა, რომ გაუმჯობესებულიყო პირობები, ხოლო დასაქმებულებთან მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მათი უფლებები იყოს სრულად დაცული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები