მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: სამინისტრო კლინიკების მიმართ დავალიანებას ფარავს, ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ

5e1ef87e1b88b
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 15:32
1096
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BMG-ის კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, პასუხობს, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. 

"გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს; რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. 

ჩვენ ვზივართ დადგენილებაში და აქედან გამომდინარე, ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს მე ვერ გეტყვით", - ამბობს ტიკარაძე. 

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2020 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები