TikTok-ი ფინეთში 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს, რათა ერთ წელზე ნაკლებ დროში მეორე მონაცემთა ცენტრი ააშენოს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი ევროპელი მომხმარებლების მონაცემების კონტინენტზე გადატანას უკავშირდება - წერს Reuters.
ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა TikTok-ის ჩინურმა მფლობელმა კომპანია ByteDance-მა მონაცემთა დაცვის გამო აშშ-ის აკრძალვა თავიდან აიცილა. ამავდროულად, ევროპის ქვეყნები სოციალური მედიის კომპანიებზე ზეწოლას ზრდიან, რათა ბავშვები მათ დამოკიდებულების გამომწვევ ალგორითმებისგან დაიცვან.
TikTok-მა განაცხადა, რომ 1 მილიარდი ევროს ინვესტიციას მონაცემთა ახალ ცენტრში დებს, რომლის საწყისი სიმძლავრე 50 მეგავატი, ხოლო ჯამური პოტენციური სიმძლავრე 128 მგვტ იქნება და ის სამხრეთ ფინეთში, ქალაქ ლაჰტიში განთავსდება.
კომპანიამ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს ინვესტიცია ნაწილია მისი 12 მილიარდი ევროს ღირებულების ევროპული მონაცემთა სუვერენიტეტის ინიციატივისა, რომელიც "200 მილიონზე მეტი ევროპელი მომხმარებლის მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს".




























