მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-მა ინდონეზიის უდიდესი ონლაინმაღაზია შეიძინა

TikTok

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი, ჩინური TikTok-ი გლობალურ ექსპანსიას აგრძელებს, რისთვისაც კომპანიამ ინდონეზიური ტექნოლოგიური გიგანტის, GoTo-ს ელექტრონული კომერციის ბიზნესის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიაში $1.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ამ გარიგებით, TikTok-მა GoTo-ს 75%-იანი წილი $840 მილიონად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ინდონეზიის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში სოციალური მედიაპლატფორმების მეშვეობით შოპინგი აიკრაძალა, რაც ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მერჩანტებისა და მომხმარებელთა მონაცემების დაცვის პოლიტიკით ახსნა. იმ დროს, TikTok-ი იძულებული გახდა, ქვეყანაში TikTok Shop-ი გაეთიშა.

GoTo-ს საკონტროლო პაკეტის შეძენით, როგორც ჩანს, TikTok-ი საკუთარი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვას შეძლებს, რადგან, როგორც კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საპილოტე პროექტში ინდონეზიის მარეგულირებელი ორგანოც იქნება ჩართული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ TikTok-ის მხრიდან ინდონეზიის 270-მილიონიანი ბაზრით დაინტერესება უცნაური სულაც არ არის, რადგან ეს ქვეყანა აქტიურად ვითარდება და თან, მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ დაახლოებით 125 მილიონი ადამიანი ჩინური სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები