მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიმ კუკი ინტერნეტში ყალბი სიახლეების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს

58a01f92320c1
BM.GE
12.02.17 12:37
1415
ტიმ კუკი ინტერნეტში ყალბი სიახლეების გავრცელების წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას გეგმავს და ტექნოლოგიურ კომპანიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„უნდა გატარდეს მასობრივი კამპანია, უნდა ვიფიქროთ დემოგრაფიულად“, - განაცხადა ტიმ კუკმა.

მისივე განცხადებით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უნდა შეიმუშავონ ინსტრუმენტი, რომელიც გავრცელებული ყალბი სიახლეებისგან დაიცავს ინტერნეტ სივრცეს და მომხმარებელს.

ტიმ კუკი Telegraph-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კამპანია ისე უნდა წარიმართოს, რომ მან სიტყვის თავისუფლებაზე და მედიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები