მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიმ კუკმა ტრამპს 24-კარატიანი ოქროს სუვენირი გადასცა

ტრამპი
BM. GE
11.08.25 22:10
213

ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა 8 აგვისტოს, დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტს 24-კარატიანი ოქროს სუვენირი გადასცა. როგორც ცნობილია, კუკისა და ტრამპის შეხვედრის მიზანი Apple-ის მიერ ამერიკულ წარმოებაში დამატებით $100 მილიარდის ინვეტირების გადაწყვეტილების გამოცხადება იყო.

თავად სუვენირი ორი ნაწილისგან შედგება - ფუძე, რომელიც მთლიანად უმაღლესი ხარისხის ოქროთია შექმნილი და მრგვალი მინა, რომელიც ფუძეშია ჩამაგრებული და რომელზეც ამოტვიფრულია Apple-ის ლოგო, ტიმ კუკის ხელმოწერა და წარწერა - “Apple-ის ამერიკული წარმოების პროგრამა”.

თავად სუვენირი განასახიერებს კომპანიასა და თეთრ სახლს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც Apple-ი iPhone-ებისა და საათებისთვის გამოსაყენებელი მინების წარმოებას მთლიანად ამერიკაში გადაიტანს. კომპანიისთვის მინებს კენტუკის შტატში მდებარე Corning-ის საწარმო შექმნის. თავად Apple-ი კი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით 20,000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს.

ცნობისთვის, ტრამპისა და კუკის შეხვედრის შემდეგ Apple-ის აქციების ფასი ბირჟებზე 5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები