მიმდინარე კვირა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის ტენდენციით დაიწყო, გასულ 24 საათში Nasdaq-ის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა; თითქმის 0.6%-ით მოიმატა S&P 500-ის ღირებულებამ; Dow Jones-ის ინდექსი კი 0.7%-ითაა გაზრდილი.
ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და მთავრობის მიერ უმსხვილეს ქალაქებში ე.წ. "ლოქდაუნების" დაწესების ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ფარმაცევტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები იზრდება, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ.
გასულ 24 საათში 7.6%-ით გაიზარდა Novavax-ის აქციების ღირებულება; Moderna-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 7.2%-ით მოიმატა; 6.9%-ით გაიზარდა BioNTech-ის ღირებულება; Vir Biotech-ის აქციებმა 6.8%-ით მოიმატა; CureVac-ის აქციების ფასი კი 4.5%-ითაა გაზრდილი.
გასულ დღეს საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი Match Group-ს ჰქონდა, რომელიც სოციალურ პლატფორმა Tinder-ს და Match.com-ს ფლობს. კომპანიის საბაზრო ღირებულება ერთ დღეში დაახლოებით 6.7%-ით გაიზარდა.
ბირჟებზე გამორჩეული შედეგები აქვთ კიბერუსაფრთხოების სექტორში წარმოდგენილ კომპანიებსაც. Fortinet-ის აქციები 6.3%-ით გაიზარდა; Zscaler-ის საბაზრო ღირებულებამ 5%-ით მოიმატა; Paloalto Networks-ის აქციები 4.9%-ითაა გაზრდილი; Splunk-ის ღირებულებამ 4.3%-ით მოიმატა; Crowdstrike-ის აქციების ფასი კი 4.3%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: Twitter (+5.6%); Johnson&Johnson (+2.5%); Microsoft (+2.4%); American Express (+2%); Salesforce (+1.8%); Disney (+1.4%); Cisco (+1.1%); Intel (+1.1%); McDonald’s (+1.1%); Coca-Cola (+1%).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირა ინვესტორთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან დაგეგმილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება.
სამშაბათს შედეგებს აქვეყნებენ: Microsoft; Alphabet (Google); Visa; Pepsico; UPS; GE; 3M; Valero.
ოთხშაბათს: Meta; PayPal; Spotify; Ford; Boeing; Qualcomm; T-Mobile; Pinterest; Harley-Davidson.
ხუთშაბათს: Apple; Amazon; Twitter; Intel; MasterCard; McDonald’s; Nokia; Caterpillar; Merck.
პარასკევს: Exxon Mobil; Chevron; AstraZeneca; Honeywell; Charter; Abbvie; Colgate.
როგორც წესი, ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღებას სწორედ ის კომპანიები იქცევენ, რომელთაც განსაკუთრებით კარგი ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები აქვთ.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი




























