მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TI:საქართველოში საზღვარგარეთ მიღებულ ლობისტურ მომსახურებაზე ინფორმაცია გაუმჭვირვალეა

5949522dd82e4
BM.GE
20.06.17 20:47
1405
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აგრძელებს ლობისტური საქმიანობისა და ამ მიზნით პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაწეული დანახარჯების შესწავლას. ლობისტური მომსახურების მიღებისთვის გაწეული საქმიანობის და ხარჯების მონიტორინგი ანტიკორუფციული პოლიტიკის ზედამხედველობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით ლობისტურ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მონიტორინგის მნიშვნელობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციამ კანონი დაარღვია და არ მიაწოდა საერთაშორისო გამჭვირვალობას ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავრობის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

კვლევის ფარგლებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დაინტერესდა მთავრობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ევროპასა და აშშ-ში მიღებული ლობისტური მომსახურებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შსს-ს, პარლამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, უკანონო ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევისთვის წინააღმდეგობა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა ან სხვა თემები, ლობისტური მომსახურება არ შეუსყიდიათ. ამავე თემაზე ინფორმაცია არ მიგვიღია მთავრობის ადმინისტრაციიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ყველაზე აქტიური საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გახლდათ. პარტიული ჯგუფებიდან
2016 წელს მხოლოდ ქართული ოცნება აქტიურობდა, რომელმაც ოთხი ხელშეკრულება გააფორმა სამ კომპანიასთან - Kglobal LLC, Alpine Group, Impact Management Group,

„პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის ლობისტური მომსახურების მიღება დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ლობიზმი გარკვეულ კორუფციულ რისკებთანაა დაკავშირებული, ევროპასა და აშშ-ში ის სულ უფრო მზარდი ინტერესის საგანია და ამ სფეროში ინფორმაციისხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა საშუალება იქმნება.

საქართველოში საზღვარგარეთ მიღებულ ლობისტურ მომსახურებაზე ინფორმაცია გაუმჭვირვალეა. მედიისთვის, საზოგადოებისთვის, პოლიტიკური თუ აკადემიური წრეებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისთვის ლობისტური ორგანიზაციების დაქირავება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ამ ტიპის დანახარჯებსა და მომსახურების შინაარსზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გამჭვირვალობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რისკის გამოსარიცხად, როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაცია ყიდულობს ლობისტურ მომსახურებას, ხოლო ლობისტური მომსახურების/ დავალების შინაარსი შესაძლოა ემსახურებოდეს არა საზოგადოების, არამედ მმართველი პარტიის ინტერესებს“, - განმარტავენ გამჭვირვალობაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები