თითოეულ ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს და ისინი ერთმანეთის ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ,- ასე უპასუხა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ ლუ იანზონგმა „ბიზნესკონტრაქტის“ შეკითხვას, შეძლებს თუ არა ჩინეთი რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას საქართველოსთვის.
"საქართველოსა და ჩინეთს ბევრი რამ აქვთ საერთო. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა, გვაქვს აბრეშუმის გზის პროექტის გეგმები. ვფიქრობ, აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების შემდეგ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გარღმავდება.
ყველაფერთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთი და ჩინეთი ასევე არიან სტრატეგიული პარტნიორები. ვფიქრობ, რომ საქართველოს, ჩინეთს და რუსეთს, შეუძლიათნ ერთმანეთს შეწუყონ ხელი. თითოეულ ბაზარს თავისი სპეციფიკა აქვს და ისინი ერთმანეთის ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ",- აცხადებს ლუ იანზონგი.

























