მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თითქმის არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტისთვის, რაც ეკონომიკისთვის მძიმეა"

5cdbe17aec4b0
ლიკა გურაბანიძე
15.05.19 13:40
1791
„პრაქტიკულად ყველაფრის იმპორტი ხდება და თითქმის არაფერს ვაწარმოებთ ექსპორტზე, რაც ეკონომიკისთვის მძიმეა,“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტში მისი 8 თვიანი ანგარიშის და ეკონომიკური ხედვების წარდგენისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საშუალოდ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, პოტენციალი საკმაოდ დიდია და გამოწვევები ითხოვს იმას, რომ ჩვენ ეს ზრდის ტემპი როგორმე დავაჩქაროთ.

როგორც ჩვენ ვხედავთ სიღარიბის დონე ძალიან მაღალია. მაღალია ასევე რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი. საჭიროა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ტემპის მომატება, რაც ეკონომიკის ზრდის მეტ ტემპს გულისხმობს და ამავე დროს მეტ ინკლუზიურობას. განსაკუთრებით რეგიონების განვითარების კუთხით.

ჩვენ ეკონომიკაში ვაჭრობაზე საექსპორტო პოტენციალის შექმნა ამ ზრდის მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს. იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მცირეა. საქართველს ეკონომიკა მუდმივად შინაგანი მოთხოვნის საფუძველზე ვერ გაიზრდება. ჩვენ თუ საქონელი ექსპორტზე არ გავიტანეთ ზრდა ლიმიტირებული იქნება,“ - განაცხადა ქობულიამ.


















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები