მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიზ-ები კომერციული ბანკებისგან დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ

5bd1a71d5d08e
ელენე ჩომახიძე
25.10.18 15:19
851
„ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ კომერციულმა მენეჯერმა, გიორგი როგავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის“ საბანკო სფერო არის ყველაზე პრობლემატური სფერო დღეისთვის. მისივე განმარტებით, თიზ-ის საწარმოებს კომერციული ბანკები ძალიან მარტივად ეუბნებიან უარს საბანკო ოპერაციებზე. როგავას განცხადებით, როგორც კი ამა თუ იმ კომპანიის იურიდიულ მისამართში ფიქსირდება თიზ-ი, ეს კომპანია მომენტალურად მაღალი რისკის შემცველი ხდება ბანკისთვის.

„ანგარიშებს უხურავენ, ერთადერთი ბანკი „საქართველოს ბანკია“, რომელიც მეტნაკლებად ლიბერალურია, თუმცა ყოველდღიურად იქაც რთულდება ვითარება. თუ. კომპანიის საქმიანობა არ არის შემხებლობაში საქართველოსთან, ე.ი ავტომატურად რისკ ჯგუფს განეკუთვნება. ბანკებს თიზ-ის საწარმოებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ თავისუფლად მოქმედების ლეგიტიმური უფლება კანონიდან გამომდინარე. როდესაც საქმე ეხება ისეთ კომპანიებს, რომლებიც რეალურ ბიზნესს ეწევიან, უბრალოდ ბიზნესის საოპერაციო კუთხით პროდუქცია ვერ ხვდება საქართველოში, მხოლოდ ამ მიზნით კომპანიების დისკრიმინაცია ცოტა არასწორია.“

საბანკო კუთხით თიზ-ების საწარმოების პრობლემებზე ისაუბრეს „თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზის“ დირექტორმა და „ქუთაისის თიზის“ წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელის, ევგენი ჯიხვაძის განმარტებით ბანკებთან დაკავშირებული პრობლემები არის იმ საკითხთაგან ერთერთი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. რაც შეეხება თბილისის თიზის დირექტორის განცხადებას, მისი აზრით გათვალისწნებული უნდა იყოს ბიზნესის ინტერესებიც.

„ბანკებს რომ შეეკითხოთ, ცხადია იტყვიან, რომ აქვთ რისკების დანახვის საფუძველი, იქედან გამომდინარე, რომ ხშირ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოების დამფუძნებლები არიან არარეზიდენტები და რომ საბანკო ოპერაციები ხორციელდება საქართველოს გარეთ, თუმცა ხომ არსებობს მეორე ანუ ჩვენი, გადმოსახედიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული“- გიორგი ტაბიძე

როგორც ქართული თიზების წარმომადგენლებმა რომან კაკულიასთან შეხვედრისას აღნიშნეს, ყველას ერთობლივი სურვილია, ბანკები თავისუფალი ზონის კომპანიებთან მიმართებით ცოტათი უფრო ლიბერალურები იყვნენ, ვინაიდან მათი აზრით განსხვავება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ კომპანიებსა და ქართულ კომპანიებს შორის ფაქტობრივად არ არის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები