მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიზ-ები მთავრობას წინადადებით მიმართავენ-რატომ ვერ ახორციელებენ კომპანიები სერვისულ მომსახურებას?

5d454a478a2f2
ელენე გოგბერაშვილი
03.08.19 13:05
870
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლების თქმით, თიზ-ში მოქმედ კომპანიებს 2016 წლამდე არ ჰქონდათ პრობლემა სერვისული მომსახურება გაეწიათ უცხოეთში არარეზიდენტებისთვის, თუმცა საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, მთავრობამ დაიტოვა უფლება თავად განსაზღვროს იმ მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის ექსპორტი არ დაიბეგრება.

„ვერ მივხვდით რატომ გაჩნდა ეს ჩანაწერი. მივიღეთ მერე ახსნა, რომ უფრო მეტი კონტრილია საჭირო, რომ არ მოხდეს ქვეყნის გადაქცევა ფულის გათეთრების ჰაბად, მაგრამ აქვე შევდივართ ინციიატივით, ასეთი ტიპის სერვისის კომპანიებს გავუჩინოთ ვალდებულება აიყვანონ მუშახელი, დავუდგინოთ მინიმალური ოდენობა ხელფასების, გავუჩინოთ ეკონომიკური შიგთავსი, რომელიც ღირებულებას გააჩენს და აქვე ვაცხადებთ, რომ თუ ეს განხორციელდება, პირობას ვიღებთ, რომ თიზ-ები დაახლოებით 1500-200 ადგილობრივს დავასაქმებთ. ამას დღესაც ვაცხადებთ“-ამბობს ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო ნიბლაძე.

იურიდიული კომპანია BDO-ს პარტნიორი, დავით ხრიკაძე BM.GE-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისგან არსებობს მოთხოვნა, მაგრამ ის ვერ ხორციელდება სწორედ საგადასახადო კოდექსში იმ ჩანაწერის გამო, რომელიც მთავრობის მიერ იმ სერვისების განსაზღვრას ითვალისიწნებს, რომელიც არ დაიბეგრება.

„მოთხოვნა და მზაობა რეალურ სერვისის მწარმოებელ კომპანიებისგან არის, რომელიც დაასაქმებს ადამიანებს, უბრალოდ დღესდღეისობით ეს ვერ ხორციელდება კოდექსში არსებული ჩანაწრის გამო. თიზ-ის საწარმოს შეუძლია არარეზიდენტს გაუწიოს მომსახურება, ეს არ აუკრძალია კანონმდებელს, მაგრამ დაიტოვა უფლება განსაზღვროს, რომელი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი იქნება გათავისუფლებული დაბეგვრისგან, თუმცა ეს არ განსაზღვრულა 2016 წლიდან დღემდე. დღეს თუ გვინდა თიზ-ებს შესაძლებლობა მივცეთ მაქსიმლაურად გამოიყენონ პოტენციალი, ეს არის სერვისების კომპონენტის ნორმანულად დარეგულირება“-აცხადებს დავით ხრიკაძე.

„ელემენტარულად ლოჯისტიკა არის სერვისი. ლოჯისტიკურ კომპანიებს არ შეუძლიათ თიზ-ში ოპერირება იმიტომ, რომ ისინი ვერ აკეთებენ სხვა კომპანიების ტვირთების მომსახურებას, შეზღუდვების გამო. დიდი ტვირთების თიზ-ის ტერიტორიაზე მართვაზე კი დიდი მოთხოვნაა.

ლოჯისტიკურად კარგი მდებარობა გვაქვს. ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ჩამოკიდებულია რაღაც დოზით ჩვენზე და ამის გამოყენება შეიძლება კარგად. მთავარი, რასაც უყურებენ არის ხარჯი.

თიზ-ის კუთხით ტვირთის ხარჯი ნაკლებია. ელემენტარულად, არც საბაჟო პროცედურებს გადიხარ. მარტივად შემოგაქვს და გაგაქვს“-აცხადებს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ტაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები