მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიზ-ების კანონს მინიმუმ კოსმეტიკური ცვლილებები სჭირდება" - თბილისის თიზ-ი

თბილისის თიზი

„ცალსახაა ის ფაქტი, რომ თიზ-ების კანონს, მინიმუმ კოსმეტიკური ცვლილებები სჭირდება,“- ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში, თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა.

ნიბლაძე ამბობს, რომ სისტემაში გარკვეული ტექნიკური და საოპერაციო ხარვეზებია, რომელიც სახელმწიფოსთან კოორდინაციით უნდა გადაიჭრას. იქამდე კი, ამ თემაზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ზოტი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ თიზ-ები საქართველოში კერძო მფლობელობაში იმყოფება, მაგრამ ის კეთილდღეობა, რომელიც თიზ-ებში იქმნება, საერთო ჯამში, ქვეყანასა და მოსახლეობისთვის საჯარო სიკეთეა.

„სახელმწიფოსთან კოორდინაცია გვაკლია, რაც ალბათ გარკვეულწილად ჩვენი ბრალიცაა. ჩვენი კურატორი ამ კუთხით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელთანაც შემოსვლისთანავე შეხვედრა გავმართეთ და ძალიან საინტერესო ინიციატივები დავგეგმეთ როგორც სტრატეგიულ ჭრილში, თუ რა შეიძლება შეიცვალოს და ასევე, თიზ-ების ნაწილშიც.

აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში, ის პატარა პრობლემები უნდა მოგვარდეს, რაც შემდეგ დიდ ნეგატიურ შედეგს ქმნის. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, პატარა ტექნიკური პრობლემა, საბაჟოს კუთხით, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები შეუძლია გამოიწვიოს.

პრობლემა ისაა, რომ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ გადავრჩეთ და შემდეგ განვვითარდეთ. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ბიუროკრატია არ გვაქვს და რეჟმები გამარტივებულია, მაშინ რამდენიმე საათით, ერთობლივ რეჟიმში კონკრეტულ პუნქტებს უნდა წავემუშაოთ,“-აცხადებს ნიბლაძე.

როგორც თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს,ქართული ნედლეულის შეტანაზე 4%-იანი გადასახადი დღესაც აქტუალურია და თუ ამ ნედლეულის მშენებლობაში, ან წარმოების პროცესში ათვისება ხდება, მას დამატებითი ბარიერი არ უნდა შეექმნას.

მისივე ცნობით, დღეს, ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ისინი თიზ-ებთან ერთად კონკრეტული ცვლილებებისკენ მიდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები