თხევადი გაზი გაძვირებას განაგრძობს. მარტიდან დღემდე საწვავი, საშუალოდ, 20-25 თეთრით გაძვირდა, თუმცა სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ფასების ზრდა კვლავ მოსალოდნელია. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მიზეზი იმპორტიორ ქვეყანაში შექმნილი დეფიციტი, სეზონური წნეხი და გაზგასამართი სადგურებისთვის დაკისრებული მაღალი ჯარიმებია. თბილისის მერიის მხრიდან დაკისრებულ რამდენიმე ათას ლარიან ჯარიმებს სექტორის წარმომადგენლები მერიასა და სასამართლოში ასაჩივრებენ.


































