მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზი ძვირდება - სექტორში საწვავის ფასის დამატებით ზრდასაც ელიან

საქართველოში გაძვირდა თხევადი გაზიც. გაზგასამართ სადგურებზე LPG-ის ფასი 1 ლარსა და 70 თეთრია, ზოგიერთ ქსელში კი, 2 ლარს აღემატება. სექტორში საწვავის დამატებით გაძვირებასაც ელიან, ვინაიდან რუსეთში, რომელიც თხევადი გაზის ძირითადი მომწოდებელია, ფასები გაორმაგებულია. ჯერჯერობით, ამ ბაზრიდან პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული არ არის, თუმცა, იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე უკვე ფიქრობენ. ამასთან, ადგილობრივ ბაზარს, დაჯარიმებული გაზგასამართი სადგურების წნეხიც ემატება, რაც ფასწარმოქმნაზეც აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები