მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თხევადი გაზის დეფიციტი უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება” - ნიკა ხოფერია

თხევადი გაზი

თხევადი გაზის ფასი ისევ პიკურ მაჩვენებელზეა, დეფიციტი კი გაზგასამართ სადგურებზე ისევ შეინიშნება. "თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომ მიზეზი ტურისტული სეზონი და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებებია, რის გამოც რუსეთიდან თხევადი გაზის შემოტანა გართულებულია. ხოფერია დეფიციტის აღმოფხვრას უახლოეს პერიოდში პროგნოზირებს.

“დეფიციტის გამომწვევი რამდენიმე მიზეზია. პირველი ეს არის საკურორტო სეზონი, რომელიც მილევის რეჟიმშია და რასაკვირველია, ეს კრიზისიც მოიხსნება. არის სხვა ფაქტორებიც, რომელიც უკავშირდება ომს. რუსეთში ბევრი ნავთობ გადამამუშავებელი არის ან ავარიულად გამორთული, ან დაბომბილი ან ხანძარია, მაგრამ დეფიციტთან დაკავშირებული პროცესები დალაგდება საკურორტო სეზონის მილევასთან ერთად,”- ამბობს "თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია.

კითხვას, თუ რამდენით გაიზარდა მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე თხევად გაზზე, ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ გასულ წელს ზრდა 30%-იანი იყო, წელს ეს რიცხვი კიდევ 15%-ით არის გაზრდილი.

“მოთხოვნა 40-45%-ის ფარგლებში იყო წელს გაზრდილი, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიც არის სომხეთი და რუსეთი კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი შემოვიდა, რომელიც არის თხევადი გაზის მომხმარებელი,” - ამბობს ნიკა ხოფერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები