2025 წელს თხევადი გაზის (LPG) გლობალურმა ბაზარმა მოცულობაში 346.09 მილიონი ტონა შეადგინა. ბაზრის ზრდას აზიის სოფლებსა და სუბსაჰარულ აფრიკაში სუფთა სასურსათო საწვავის მზარდი მოხმარება განაპირობებს, რასაც მხარს სამთავრობო სუბსიდიები და ინფრასტრუქტურული ინიციატივებიც უჭერს.
შესაბამისად, პროგნოზის მიხედვით, 2026-2035 წლებში ბაზარი წლიურად 1.40%-იანი ტემპი გაიზრდება და 2035 წლისთვის 397.71 მილიონ ტონას მიაღწევს.
LPG არის საწვავი, რომელიც ნახშირწყალბადოვანი აირებისგან, კერძოდ, პროპანისა და ბუტანისგან შედგება. იგი ენერგიის სუფთა და ეფექტიან წყაროდ ჩამოყალიბდა და სხვა წიაღისეულ საწვავთან შედარებით ნახშირბადის ნაკლები ემისიით გამოირჩევა.
LPG-ის ბაზარი უკვე რამდენიმე წელია იზრდება ისეთ რეგიონულ ბაზრებზე, როგორებიცაა ევროპა, რაც ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირების მიზნით, მთავრობების მიერ განხორციელებული ინიციატივებითაა განპირობებული. მოსალოდნელია, რომ განვითარებული ეკონომიკები, მაგალითად, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, საპროგნოზო პერიოდშიც შეინარჩუნებენ ზრდის ტენდენციას.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული ბაზარი ასევე ხელს შეუწყობს ბაზრის ზრდას ხელმისაწვდომი ფასის, მზარდი მოსახლეობისა და, აქედან გამომდინარე, ენერგიაზე მაღალი მოთხოვნის გამო. საპროგნოზო პერიოდში სტაბილური ზრდაა მოსალოდნელი სხვა რეგიონების - ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის LPG-ის ბაზრებზეც.
თხევადი გაზის უმსხვილეს მწარმოებელთა რეიტინგს expertmarketresearch აქვეყნებს, თუმცა ავტორი სტატიაში კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებს.
LPG-ის მწარმოებელი და მომწოდებელი TOP 5 კომპანია:
1. BP
LPG-ის ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, BP plc, ნავთობისა და გაზის ბრიტანული კომპანია და ინდუსტრიის შვიდ უმსხვილეს კომპანიას შორის ერთ-ერთია. იგი საქმიანობს ინდუსტრიის ყველა სფეროში, მათ შორის: ძიება და მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, გადამუშავება, დისტრიბუცია და მარკეტინგი, ასევე ვაჭრობა. კომპანიამ თავისი ინტერესები განახლებად ენერგიასაც დაუკავშირა, განსაკუთრებით ბიოსაწვავს, ქარის ენერგიას, სმარტ-ქსელებსა და მზის ტექნოლოგიებს.
2. Exxon Mobil Corporation
ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშე, ExxonMobil, ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საჯარო ენერგომომწოდებელი და მწარმოებელი კომპანია. კომპანია ნავთის რეგიონული გამყიდველიდან ენერგიისა და ქიმიური დარგის მოწინავე ნოვატორად გარდაიქმნა. როგორც ენერგეტიკისა და ქიმიური წარმოების ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტის ლიდერი, კომპანია ფლობს ობიექტებს ან ყიდის პროდუქციას მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.
3. Chevron Corporation
Chevron Corporation, ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, ამერიკული მულტინაციონალური ენერგეტიკული კორპორაცია და სიდიდით მესამე ნავთობკომპანიაა ამერიკაში. კომპანია აქტიურია 180-ზე მეტ ქვეყანაში და მუშაობს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის ძიებასა და მოპოვებაში, ელექტროენერგიის გამომუშავებაში, გადამუშავებაში, დისტრიბუციასა და მარკეტინგში, ასევე ვაჭრობაში.
4. China Petroleum & Chemical Corporation
China Petroleum & Chemical Corporation, უფრო მეტად ცნობილი როგორც Sinopec, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელი, გაზისა და ნავთობქიმიური უმსხვილესი კონგლომერატია. Sinopec-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ნავთობისა და გაზის ძიებას, გადამუშავებას, წარმოებას და ნავთობქიმიკატების, ქიმიური ბოჭკოების, სასუქებისა და სხვა ქიმიური პროდუქტების გაყიდვას. კომპანია ასევე აწარმოებს ეთანოლს და სხვადასხვა ბიოსაწვავს, როგორიცაა ბიოდიზელი და მწვანე საავიაციო საწვავი, რისთვისაც გამოყენებულ მცენარეულ ზეთს ამუშავებს.
5. Bharat Petroleum Corporation Limited
Bharat Petroleum Corporation Limited ინდოეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეს წარ,პადჰემს. მუმბაიში დაფუძნებული კომპანია ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამინისტროს მფლობელობაშია. კომპანია ასევე მართავს კიდევ ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კოჩიში. ეს არის ინდოეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია, რომელსაც მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს და ათასობით ადამიანს ასაქმებს.



























