საქართველოსთვის თხილი და სხვა კაკალი ადგილობრივი წარმოების სასაქონლო დასახელებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც ექსპორტზე დიდი მოცულობებით გადის. წლების განმავლობაში თხილს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში ხვდებოდა, თუმცა 2023 წელს თხილის ექსპორტი 13.4%-ით შემცირდა და ადგილობრივი ექსპორტის რეიტინგში ამ პროდუქტმა 3.1%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა. ჯამში საქართველომ თხილის ექსპორტით შარშან 85 მილიონ 710 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შემცირებაა განახლებულ სტატისტიკაშიც. 2024 წლის 4 თვის მაჩვენებლებით, ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი 21%-ით შემცირდა და $15 მლნ შეადგინა.
სტუმარი: ბაია სალუქვაძე - "აგრითრეიდის" და "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" თანადამფუძნებელი;