სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული თხილის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, ფერმერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ თხილის უეცარი ხმობა და ფაროსანას პრობლემა ისევ აქტუალურია. რა ტენდენციებია დღეს თხილის სექტორში და რა აწუხებს ყველაზე მეტად მეთხილე ფერმერებს?


































