მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის საექსპორტო ბაზრები - რა ფასად იყიდება ქართული თხილი?

ქართულ ბაზარზე თხილი იაფდება. საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ თხილის ღირებულება 3 ლარიდან იწყება და 8 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, სამეგრელოსა და გურიაში მეტად აისახა, კახეთში კი, ჯერ ეს ტენდენცია არ გვაქვს და ჯერ კიდევ ნარჩუნდება მაღალი ფასი. 

2023 წელს, ყველაზე დიდი შემსყიდველი იტალიაა, სადაც საქართველოდან 8 თვეში 6.8 მლნ აშშ დოლარის 1 609 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, შემდეგია გერმანია სადაც 6 მლნ აშშ დოლარის 1 215 ტონა თხილი გაიყიდა და ესპანეთი 3.3 მლნ აშშ დოლარის 576 კილო პროდუქტით. 

ამ მონაცემების მიღმა თხილის ფასს მსხვილი ბაზრები განაპირობებს, საქართველოს შემთხვევაში თურქეთის ბაზრის სადაც წელს განსხვავებული ვითარებაა. მსოფლიოში, თხილის მთავარ ექსპორტიორ თურქეთის ბაზარზე თხილი გაიაფდა. არადა, თხილის ხარისხი მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე მოსავლის აღების დასაწყისში იყო. როგორ მოქმედებს წლევანდელი ვითარება ფასებზე და თავის მხრივ საქართველოს ბაზარზეც? 

სტუმარი: ლევან ქარდავა - საქართველოს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები