მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის შემგროვებლების დეფიციტია - მეთხილე ფერმერთა კავშირი

თხილი

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რეგიონებში თხილის სეზონისთვის მზადება დაწყებულია. ოთარ შეროზია წელს მთავარ გამოწვევად ფაროსანას ასახელებს. ამასთან, მისი თქმით, პრობლემაა მუშა ხელი. როგორც ის აღნიშნავს, თხილის შემგროვებლების ნაწილმა ქვეყანა დატოვა.

"მოსავლის აღების დროს მუშა ხელის დეფიციტი გვაქვს ხოლმე, რის გამოც მოსავლის აღების პერიოდი იმაზე მეტად იწელება, ვიდრე სასურველია. თხილის შემგროვებლების უმეტესი წილი საზღვარგარეთ მიდის. რამდენიმე რაიონში ვიყავი და შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მუშა ხელი პოლონეთის მიმართულებით გაედინება. სეზონის დროს, როცა სამშენებლო სამუშაოები იწყება, თბილისშიც მიდიან", - განაცხადა ოთარ შეროზიამ.

BMG-ის კითხვაზე, მუშა ხელის დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება ხომ არ არის, ოთარ შეროზიამ აღნიშნა: "ხელფასი მაღალი აქვთ. იმდენად მაღალი, რომ შარშან თურქეთში სამუშაოდ არ წავიდნენ. ხელფასი რომ ორმაგი გავხადოთ და ამით მუშა ხელი გავზარდოთ, ეგრე არ ხდება", - აღნშიშნა ოთარ შეროზიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები