მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდირების პროგრამა - რამდენი მილიონი ლარი დახარჯა წელს მთავრობამ

თხილი

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, თხილის სუბსიდირების პროგრამით, რომელიც წელს ამოქმედდა 61 ათასამდე ბენეფიციარს 22 მილიონი ლარის სუბსიდია დაერიცხათ.

“თხილის წარმოების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულია (0.2 ჰა-დან 3 ჰა-ს ჩათლით (შუალედში)) თხილის ნაკვეთების ფართობის მქონე 62 474 უნიკალური ბენეფიციარი (თანამესაკუთრეების გათვალისწინებით - 90 756 მოსარგებლე ბენეფიციარი), რეგისტრირებული ფართობი შეადგენს 44.5 ათასზე მეტ ჰა-ს, ხოლო გასაწევი სუბსიდიის ჯამური ოდენობა შეადგენს 22.3 მლნ ლარი.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ქულა დაერიცხა 60 674 უნიკალურ ბენეფიციარს და სუბსიდირებულმა ფართობმა შეადგინა 43.5 ათას ჰა. საანგარიშო პერიოდში პროგრამის განსახორციელებლად მიმართული იქნა 22.2 მლნ ლარი,”- ნათქვამია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.

სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში 0.2 ჰა-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი უნდა ჰქონდეს. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით 500 ლარით განისაზღვრება.

თხილის სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ სექტორის შემოსავლების შემცირების ფონზე დაამტკიცა. 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 36 მილიონი დოლარის ღირებულების 7.3 ათასი ტონა თხილი გაყიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 41 მილიონი დოლარი და 8.3 ათასი ტონა იყო.