13 აპრილს - Mono Hall-ის ორგანიზებით - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში - ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "მგზავრები"-ს კონცერტი გაიმართება ✨
ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"-ს მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ევროპისა და აზიის სახელოვნებო სცენებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, 11-14 აპრილს გაიმართება.
TAF 2024-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.
Queens წარმოგიდგენთ : იტალიელი არტისტი Marco Generani , პირველად ქართველი მსმენელის წინაშე 12 აპრილს Queens ში წარსდგება და გაგვიზიარევს მის უახლეს რემიქსს "Spectrum (Say my name)" - Florence and The Machine, რომელსაც ახლა 200 მილიონზე მეტი ნახვა აქვს !
აღწერა12 აპრილს - Tsametirestaurant-ში Twenty five events-ის ორგანიზებით ერთ-ერთყველაზე წარმატებულ და პოპულარულ დუო Frankey and Sandrin დაუკრავენ. Frankey and Sandrino-გერმანელი არტისტები არიან,ისინი ათ წელზე მეტია რაც ერთად ქმნიან მუსიკას. მათმა მდიდარმა და დეტალურმა სტილმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ტექნო ჰაუს მუსიკის ყველაზე ღირსეულ წევრთა შორის,აღსანიშნავია ისიც,რომ მათი ტრეკების გავლენამ როგორებიცაა ’’ "Acamar’’, "Wega"და "Ways of Sun" გზა გაუხსნა ფრენკისა და სანდრინოს შეუჩერებელ აღმავლობას მუსიკის გლობალური სცენისაკენ
✨ 12 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. სრულად ჩაეფლობით საკულტო კოსმოსური ფილმის "ინტერსტელარი" დრამატულ სამყაროში პოპულარულ საიდუმლო ანსამბლთან ერთად!
12 აპრილს Spring Set ფარგლებში, ფრანგი არტისტიNTO სპეციალური ლაივით თბილისს ეწვევა - მასთან ერთად საღამოს დაუკრავენ Tomma და JinoDollini.
NTO ფრანგი მუსიკოსი და ლაივ შემსრულებელია, რომელმაც 2013 წელს Worakls-თან ერთად ლეიბლი Hungry Music დააფუძნა. წლების მანძილზე ის სწორედ ამ ლეიბლის შოუქეისების ფარგლებში სტუმრობდა როგორც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებს და ვენიუებს, ასევე Summer Set-ისღონისძიებებს. ამჯერად NTO თბილისში უნიკალური სოლო პროექტით ბრუნდება, რომელიც ქართველმა მსმენელმა 1 წლის წინ შეიყვარა.