სექტემბერში-ოქტომბერში-ნოემბერში ცნობილი არგენტინის კომპანიის “Marcos Ayala Tango” დიდი ტური გავა, რომელშიც კომპანია წარმოადგენს ახალ შოუს “Tango in the shadows”(ტანგო ჩრდილებში)
არაჩვეულებრივი, ელეგანტური, ვნებით სავსე წარმოება იქნება წარმოდგენილი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების ქალაქების საკონცერტო დარბაზებში.
12 ოქტომბერს - Lurji Beach & Lounge - ში პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის - ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
საღამოს, საცეკვაო მუსიკის ვაიბით, დიჯეი განაგრძობს. ანრი ჯოხაძე - ქართველ მსმენელს უკვე ათეული წლებია ანებივრებს თავისი შემოქმედებით. მუსიკოსი, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ ის ასევე არაერთი სიმღერისა და მუსიკის ავტორიც არის. ანრი ჯოხაძეს უამრავ საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე აქვს აღიარება და სხვადასხვა ჯილდო მოპოვებული, მისი სიმღერები კი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა რადიოებისა თუ ტელევიზიების რჩეული. 2015 წელს ანრი გახლდათ მეგა შოუ „ვოისის“ მწვრთნელი, ხოლო 2018 წელს მეგა შოუ „იქს ფაქტორის“ მწვრთნელი. მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია. მუსიკოსს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სატელევიზო შოუში და დღემდე ქართული შოუ ბიზნესის ერთ-ერთ აქტიურ წევრად რჩება.
და აი ისიც, ჩვენი პირველი Moulin Rouge-ის წვეულება Saint-Tropez-ში. საფრანგეთი, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ცეკვასა და სასიამოვნო ატმოსფეროს, სწორედ ისაა, რაც თქვენი დაუვიწყარი საღამოსთვის შევქმენით.
ისიამოვნეთ ბურლესკის მომხიბლავი შოუთი და საოცარი მუსიკით უდავო დუეტის, HAVERDI & VAKOMEY-ის შესრულებით.
11 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება უნიკალური კონცერტი, გეპატიჟებით ფრედერიკ შოპენის საღამოზე, დატკბით შედევრებით უნიკალურ Silk Factory Hall-ში, ვირტუოზი პიანისტის - დავით ქეცბაიას ბრწყინვალე შესრულებით!
არ გამოტოვოთ ეს იშვიათი შესაძლებლობა, ჩაეფლო ცნობილი ვალსის, ნოქტურნების, ეტიუდებისა და ფანტაზიების ჯადოსნურ სამყაროში.
ძვირფასო ავტორული კინოსა და ჭეშმარიტი საშინელებათა ფილმების მოყვარულებო,
დიდი სიხარულით გეპატიჟებით Horror Screenings Film Festival Bloody Mirror-ზე, რომელიც გაიმართება 2024 წლის 11-12 ოქტომბერს ტერმინალში აბაშიძეზე, თბილისში. ეს ფესტივალი გააღებს კარს საშინელებათა სამყაროში, სადაც წარმოდგენილი იქნება 2023-2024 წლებში დამოუკიდებელი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალზე თქვენ იხილავთ ნამდვილი დამოუკიდებელი კინოს ენთუზიასტების ნამუშევრებს, რომლებიც, ხშირად საკუთარი სახსრებით და დიდი შემოქმედებითი ენერგიით, ქმნიან საშინელებათა ფილმებს, რომლებიც აღვიძებენ ღრმა ემოციებს და იპყრობენ მაყურებლის ყურადღებას. ეს არის ძლიერი, თამამი და უნიკალური საშინელებათა ფილმები, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს. გეპატიჟებით, რომ არა მხოლოდ დატკბეთ ამ უნიკალური ნამუშევრებით, არამედ მხარი დაუჭიროთ მათ ავტორებს თქვენი გულწრფელი და ფასეული გამოხმაურებებით.