ღონისძიებაზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება მხოლოდ სტუდენტებსა და პენსიონრებზე.
კონცერტი „ჰანგები რიოდან“, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კულტურული პროგრამის ფარგლებში იმართება.
სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისს, რიო დე ჟანეიროს სიმფონიური ორკესტრის, „რიო დე ჟანეიროს სოლისტების“ (Orchestra de Solistas de Rio de Janeiro) დირიჟორი, რაფაელ ბაროს კასტრო ეწვევა. მაესტრო კასტრო მსმენელის წინაშე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ თანხლებით წარდგება.
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთადპრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია
სერგეი რახმანინოვის ვოკალური და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. თქვენ მოისმენთ სენსუალურ რომანებს და ვირტუოზულ საფორტეპიანო ნაწარმოებებს, რომლებიც გადმოსცემენ კომპოზიტორის შემოქმედებაში არსებულ გრძნობებს.
კონცერტს თან ახლავს ლექცია კომპოზიტორის ცხოვრების, მისი შინაგანი ბრძოლისა და სამშობლოსადმი ღრმა ლტოლვის შესახებ, რაც ამ საღამოს გახდის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებას.
13 სექტემბერს, Monkey უმასპინძლებს ტექნოს პიონერის, რობერტ ჰუდისა და მისი შვილის, ლირიკ ჰუდის ლეგენდარულ პროექტს Floorplan ✨ მათთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ამომავალი ვარსკვლავი ლონდონიდან - TSHA, ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი და Vodcast Records-ის თანადამფუძნებელი - Zurkin და MONKEY-ის რეზიდენტი, ლატვიელი, ბრიტანეთში მოღვაწე - gotlib. TSHA - ლონდონში დაფუძნებული პროდიუსერი და DJ, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ამომავალი და კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც უკვე ვხვდებით წამყვან ფესტივალებსა და კლუბებში. მას მოპოვებული აქვს აღიარება ისეთი არტისტებისგან, როგორებიცაა Diplo, Ellie Goulding, და Gregory Porter.
13 სექტემბერს Pomona Bar გიწვევთ დაუვიწყარ ღონისძიებაზე, სადაც ყველასათვის საყვარელი და მონატრებული MELQO წარსდგება მსმენელთან.
ღონისძიებაზე დაგხვდებათ 2 სცენა
19:00Garden Stage - House/Tranceჟღერადობის წარმომადგენლები Captain S და Datuna გაუძღვებიან
00:00 სთზე მსმენელს გადაიბარებსTerrace Stage- სადაც ყველასათვის საყვარელ Levi Love Disco-ს, Juka b2b N Ao-სა და MELQO-ს დაუვიწყარი ვაიბით დამუხტავს მათ.
MAGNIFIQUE-ი 13 სექტემბერს Golden Tulip-ში წარმოგიდგენთ პორტუგალიელ პროდიუსერს, კომპოზიტორსა და დიჯეის - AVÖ-ს!🪭
მის შემოქმედებას იზიარებენ ინდუსტრიის ისეთი გამოჩენილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან Black Coffee, Keinemusik, Adriatique, Francis Mercier, Arodes, Shimza, Pablo Fierro და სხვა მრავალი