UNLOVEდავით ხორბალაძის “UN-” ტრილოგიის მეორე სპექტაკლია.
ტრილოგია კრიზისის ირგვლივ ტრიალებს და ამჯერად, იკვლევს სიყვარულს, მისი არარსებობისა და არსებობის უკიდურეს ზღვარზე. სპექტაკლი წარმოადგენს სხეულსა და მის ხმას, როგორც წმინდა სიცარიელის მუსიკას, რომელიც არაფერზე არ ყვება, მხოლოდ არსებობს აქ და ახლა, როგორც ASMR ვიდეო და ისღა დარჩენია, სიამოვნება მოგვანიჭოს. ოთხი სხეული და სხეულებს მოწყვეტილი ხმები ერთმანეთთან მისაღწევ გზებს ეძებენ, ხშირად იშლებიან და უჩინარდებიან. გამოსახულებების ასლები, ჟღერადობები, მეხსიერების ფრაგმენტები და ტიპიური სასიყვარულო დრამატურგია ერთმანეთს ცვლიან. სიყვარული, როგორც შვება და რეპრესიული ან პოლიტიკური მანიპულაციების იარაღი ერთმანეთს ანაცვლებენ. როგორ არის გაგებული სიყვარული უთანასწორო გარემოში? ვის ენიჭება სიყვარულის ან შეყვარების უფლება და ვის არა, მაშინ, როცა სიყვარული აღიქმება, როგორც თვლადი ღირებულება? UNLOVE დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ქმნის სამყაროს, რომელიც რეალობასა და გამონაგონს შორის ტივტივებს, როგორც თავად სიყვარული.
მოემზადეთ დაუვიწყარი ღამისთვის, რადგან White Nights ბრუნდება გრანდიოზული სეზონის გახსნით 13 სექტემბერს, კლუბ Tsameti-ში!
თქვენს წინაშე წარსდგება შეუდარებელი Atlantis – DJ და პროდიუსერი დუბაიდან, რომლის ტრეკებმა მსოფლიო დაიპყრო. ZEHN, Smash the House, Cafe De Anatolia და Sol Selectas-ის მსგავსი ტოპ ლეიბლებთან ერთად რელიზებით, Atlantis-მა დაიკავა ჩარტების ტოპ პოზიციები Apple Music-ზე, Beatport-ზე და Spotify-ზე Afro House, Melodic House & Techno ჟანრებში. მისი მუსიკა Spotify-ზე ასიათასობით სტრიმს და YouTube-ზე მილიონობით ნახვას აგროვებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არტისტად აქცევს დღევანდელ დღეს. მისი DJ სეტები ცნობილია ფანტასტიკური ენერგიითა და უნიკალური მუსიკალური გემოვნებით, რაც ღამეს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
Batumi Gaming Fest არის მთავარი ბიზნეს და საინვესტიციო ღონისძიება საქართველოში, რომელიც ოპერირებს სახმელეთო და ონლაინ კაზინოების სფეროში - პლატფორმა რეგიონალური და საერთაშორისო პროფესიონალებისთვის, ბაზრის მონაწილეებისა და კანონმდებლებისთვის, რომელიც იძლევა გამოცდილების გაცვლისა და ახალი პარტნიორობის დამყარების საშუალებას.
ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის საღამოების სერია Zenaari, 12 სექტემბერს BASSIANI-ზე წარმოგიდგენთ გერმანელი არტისტის, ღრმა მელანქოლიურობითა და ატმოსფერული ხმოვანებით გამორჩეული Ateq-ისა და მილანში დაფუძნებული არტისტების, Simone Baratta-ისა და Nicolò Chenet-ის დუოს, Orion-ის ერთობლივ აუდიოვიზუალურ პროექტს Pale Product. 2019 წელს, Ateq-ის მიერ დაწყებული მუსიკალური ექსპერიმენტი, 2021 წელს Orion-თან გაერთიანების შემდეგ მისტიკურ კოლაბორაციად იქცა, რომელიც თავდაპირველად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე აუდიო ჩანართებითა და ვიზუალური მასალებით წარმოაჩენდა სათქმელს.
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთადპრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია
სერგეი რახმანინოვის ვოკალური და საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი. თქვენ მოისმენთ სენსუალურ რომანებს და ვირტუოზულ საფორტეპიანო ნაწარმოებებს, რომლებიც გადმოსცემენ კომპოზიტორის შემოქმედებაში არსებულ გრძნობებს.
კონცერტს თან ახლავს ლექცია კომპოზიტორის ცხოვრების, მისი შინაგანი ბრძოლისა და სამშობლოსადმი ღრმა ლტოლვის შესახებ, რაც ამ საღამოს გახდის არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებას.
13 სექტემბერს, Monkey უმასპინძლებს ტექნოს პიონერის, რობერტ ჰუდისა და მისი შვილის, ლირიკ ჰუდის ლეგენდარულ პროექტს Floorplan ✨ მათთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ამომავალი ვარსკვლავი ლონდონიდან - TSHA, ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი და Vodcast Records-ის თანადამფუძნებელი - Zurkin და MONKEY-ის რეზიდენტი, ლატვიელი, ბრიტანეთში მოღვაწე - gotlib. TSHA - ლონდონში დაფუძნებული პროდიუსერი და DJ, თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ამომავალი და კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც უკვე ვხვდებით წამყვან ფესტივალებსა და კლუბებში. მას მოპოვებული აქვს აღიარება ისეთი არტისტებისგან, როგორებიცაა Diplo, Ellie Goulding, და Gregory Porter.
13 სექტემბერს Pomona Bar გიწვევთ დაუვიწყარ ღონისძიებაზე, სადაც ყველასათვის საყვარელი და მონატრებული MELQO წარსდგება მსმენელთან.
ღონისძიებაზე დაგხვდებათ 2 სცენა
19:00Garden Stage - House/Tranceჟღერადობის წარმომადგენლები Captain S და Datuna გაუძღვებიან
00:00 სთზე მსმენელს გადაიბარებსTerrace Stage- სადაც ყველასათვის საყვარელ Levi Love Disco-ს, Juka b2b N Ao-სა და MELQO-ს დაუვიწყარი ვაიბით დამუხტავს მათ.
MAGNIFIQUE-ი 13 სექტემბერს Golden Tulip-ში წარმოგიდგენთ პორტუგალიელ პროდიუსერს, კომპოზიტორსა და დიჯეის - AVÖ-ს!🪭
მის შემოქმედებას იზიარებენ ინდუსტრიის ისეთი გამოჩენილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან Black Coffee, Keinemusik, Adriatique, Francis Mercier, Arodes, Shimza, Pablo Fierro და სხვა მრავალი