✨უნიკალური კონცერტი 17 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის ვახტანგ სალარიძის სახელობის ატმოსფერულ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. "ჰაულის მოძრავი სასახლიდან", "ქარის ხეობის ნაუსიკა", "აჩრდილების წაღებულნი"", "ჩემი მეზობელი ტოტორო" - მოისმენთ უდიდესი თანამედროვე იაპონელი კომპოზიტორის ჯო ჰისაიშის ფანტასტიურად მომხიბვლელ საუნდტრეკებს მსოფლიოში ცნობილი მულტფილმებიდან. გადაეშვით ფანტასტიკური მუსიკის სამყაროში თანამედროვე ორკესტრის Mystery Ensemble ჯადოსნური და დასამახსოვრებელი შესრულებით. სიამოვნება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.
18 მაისს 456 fusion წარმოგიდგენთ მსოფლიოში ერთერთ ცნობილ გერმანელ არტისტს@dobe_ofcრომლიც თავის პერფორმანს გაგვიზიარებს@tsametirestaurantnt -ის სცენაზე.
Tynda.music წარმოგიდგენთ მუსიკის ახალ საკონცერტო პროგრამას სამეფო კარის თამაშების სამყაროდან. იგრძენით ტინდას მიერ შექმნილი ყოველი ნოტის ძალა. ბრწყინვალე მუსიკა შეგიქმნით უნიკალურ ატმოსფეროს და გამოგზაურებთ შვიდი სამეფოს სამყაროში.
17 მაისს მთავარი არტისტი - ანხელ სანჩესი კიდევ ერთხელ ეწვევა თბილისს
დიჯეის 20 წელზე მეტი ხნის კარიერით, ახლა ის არის დიჯეი და მუსიკალური დირექტორი Playa Padre and Momento Marbella -ში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო დიჯეები,ელექტრონული მუსიკის პროდიუსერები იკავებენ სცენას.
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „HELLADOS“ ნოდარ დუმბაძის ამ ცნობილი, კლასიკად ქცეული ნაწარმოების ახლებური ვერსიაა, რომლის ინსცენირება თავად ახალგაზრდა რეჟისორს, ნატალია გალოგრეს ეკუთვნის. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება გასული საუკუნის სოხუმი, თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. სპექტაკლში ვხედავთ ორი მოზარდის, იანგულისა და ჯემალის პაექრობას, ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის, რომელიც საბოლოოდ გულწრფელ მეგობრობაში, ურთიერთპატივისცემაში გადაიზრდება. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, თავგანწირვა.