მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 14 თებერვალი

TKT აფიშა

მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი

აღწერა
სპექტაკლი მთლიანად აგებულია XIX საუკუნის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა საფრანგეთში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა.

მარტორქები

კ.გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

აღწერა
თეატრის განვითარების ფონდისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი
სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ „თეატრის განვითარების ფონდი“-სა და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები:
ვანო თარხნიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ქეთი ასათიანი / ნინო შავგულიძე, ნიკოლოზ წერედიანი, ბადრი ბეგალიშვილი, ედემი ხვიჩია, დავით ბერაძე, ვერიკო კალანდია, ნანუკა ლითანიშვილი, ნანა შონია, თემო ნატროშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, სანათა ძაძამია, გიორგი გოგიშვილი, ბექა ქავთარაძე.

ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!
თეატრი სახელოსნო 42

აღწერა
თეატრალური სახელოსნო 42 გეპატიჟებათ საბავშვო მასტერკლაზე „თეატრის ამბავი“
თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცემის მიღმა? ბავშვები ასევე მოკლედ გაეცნობიან თეატრის ისტორიას;

GAMA BASKET
პარასკევი, 23 თებერვალი 19:00

აღწერა
საქართველოში პირველად - კალათბურთი 1X1 დაპირისპირება, წესები მარტივია: იყავი დაუნდობელი მოთამაშე და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლე!
23 თებერვალს, მოდი ქსანის 2 ნომერში, 19:00 საათზე.
"ივენთის" მიმდინარეობისას შენ შეძლებ, თვალი ადევნო შესარჩევ დაპირისპირებებს, შემდეგ PLAYOFFS, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო შეჯიბრების განმავლობაში DUNK CONTEST-სა და 3PT CONTEST-ს იხილავ.

გუდაურის სკიმოს ფესტივალი
კვირა, 18 თებერვალი 09:00

აღწერა
სკიმოს ყოველწლიურ ფესტივალს წელს 18 თებერვალს გუდაური მთის ტრასების სააგენტოს მხარდაჭერით მასპინძლობს!
გუდაურის სკიმოს ფესტივალი მოიცავს ორ განსხვავებულ შეჯიბებას, რომლიდანაც მონაწილეები ირჩევენ ერთ-ერთს.

კალათბურთი | საქართველო - სერბეთი
ორშაბათი, 26 თებერვალი 21:00

აღწერა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!
სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათ-ნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 20:00 საათიდან გაიხსნება.

WHITE NIGHTS X TERRACE ORBELIANI
პარასკევი, 16 თებერვალი 21:00

აღწერა
16 თებერვალს, ტერასა ორბელიანზე გელოდებით White Nights-ის გრანდიოზულ ივენთზე.
თქვენთვის დაუკრავს ყველასათვის საყვარელი ჰიტების ავტორი, ცნობილი Dj დუბაიდან GREG. GREG დუბაისა და მთელს არაბეთში ერთ-ერთ წამყვან არტისტადაა აღიარებული. იგი უკრავს საუდის არაბეთის, გაერთიანებული არაბთა საამიროების და ყატარის ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებში. GREG სხვადასხვა დროს იყო ისეთი ცნობილი კლუბების რეზიდენტი, როგორებიცაა: Noir Beirut, CrystalW-Doha, O1ne, VeerBoutique, Palais By Crystal, Club​7, IRIS და ა.შ.​​​​​​​​​​​​​​

MAGNIFIQUE MONOGRAPH-ში!
პარასკევი, 16 თებერვალი 23:59

აღწერა
16 თებერვალს MAGNIFIQUE-ი სასტუმრო MONOGRAPH-ში მონაკოსა და დუბაის წამყვანი კლუბების რეზიდენტ DEMAYÄ-ს უმასპინძლებს!
🎶DEMAYÄ (DJ Set)
ფრანგმა არტისტმა თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერებით, “Desperado”, “Shadows”, “Lotus” და “Esperanza”, არაერთხელ მოხიბლა აუდიტორია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში! 🪩

პალატა
პარასკევი, 23 თებერვალი 21:00

აღწერა
✨ პარასკევს, 23 თებერვალს არტერია წარმოგიდგენთ განსხვავებული და ინოვაციური პროექტის - “პალატა” დებიუტს 📽️
🎭მუსიკალურ ნაშრომზე აგებული სატირული წარმოდგენა "პალატა" შეეცდება ნატურალიზმის და იმპროვიზაციის საფუძვლებით ხელოვნური, ყალბი ნაწილი ჩამოაშოროს დღევანდელ რეალობას ხელოვნებაში🔥

Winter Jazz 2024

აღწერა
24 – 25 თებერვალს, გუდაურში, სასტუმრო კარპე დიემსა და მის ტერიტორიაზე, ფესტივალი Winter Jazz 2024 გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარსდგებიან.
ფესტივალი 24 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება და 25 თებერვალს 18:00 საათზე დასრულდება.