მთავარი არტისტი - სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO წარდგება.
Memo Events-ის მორიგი დაუვიწყარი ღონისძიება 19 აპრილს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში წამყვანი აფრო ჰაუსს მუსიკის შემქმნელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO.
🎵 შემოგვიერთდით მუსიკალურ მოგზაურობაში Jam Session Umber Coast-ზე! 🎵
🎶 მოემზადე მუსიკალური იმპროვიზაციისა და კრეატიულობის ღამეში ჩაძირვისთვის! Jam Session-ზე ნიჭიერი მუსიკოსები გამოვლენ სცენაზე, რათა შეასრულონ თქვენი საყვარელი სიმღერები ახალი საინტერესო გზებით. მიუხედავად იმისა, გამოცდილი შემსრულებელი ხართ თუ უბრალოდ გიყვართ შესანიშნავი მუსიკა, ეს ღონისძიება თქვენთვისაა!
19 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. ჩაეფლობით მსოფლიოში ცნობილი ფილმის ისტორიებს! Mystery Ensemble, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ანსამბლი თბილისში, გიწვევთ ნათელ, უნიკალურ, საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობაში მსოფლიო კინოს ჰიტების სამყაროებში.
თავბრუდამხვევი თავგადასავლების პროგრამაში შედის "კარიბის ზღვის მეკობრეები", "სამეფო კარის თამაშები", ასევე მომხიბლავი საუნდტრეკები ცნობილი თამაშიდან "გრძნეული 3: ველური ნადირობა" და ფილმები რივიას გერალტის, მონსტრების მონადირის შესახებ.
✦ 19 აპრილს - ადამი და ევას სეზონს გახსნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-დუოს Moloko-ს სოლისტი- Róisín Murphy-ი, გრანდიოზული კონცერტით. 🎶 Róisín Murphy - ირლანდიელი მომღერალია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა, 90-იან წლებში პოპ-დუო Moloko-სთან ერთად მოიპოვა. მათი რეპერტუარიდან, ყველაზე დიდი აღიარება სიმღერებმა - "The Time Is Now" და "Sing It Back" მოიპოვა. აღნიშნული სიმღერები, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.
სად არის წიწილა - ამბავი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზეა.
პატარა მოუსვენარი და ცნობისმოყვარე წიწილა მოუთმენლად ცდილობს მის ირგვლივ არსებული სამყაროს შესწავლას.
ხშირად რაღაცები უფუჭდება,რასაც ზოგჯერ გადაღლილი მშობლების წყენა და ბრაზი ახლავს თან. ერთხელაც, პატარა წიწილა გადაწყვეტს რომ ყველას დაემალოს,აქ კი ნამდვილი თავგადასავალი იწყება,სადაც მშობლებს მათი შვილის პოვნაში მხოლოდ უპირობო სიყვარული დაეხმარებათ.
სპექტაკლის ფორმატი ითვალისწინებს ბავშვებისა და მშობლების ჩართულობას, როლური თამაშის სახით, რაც საერთო ჯამში საინტერესო და სახალისო სანახაობასთან ერთად, ახალი შეგრძნებებისა და კავშირების აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.