მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 17 აპრილი

TKT აფიშა
17.04.24 07:58
40

GLITZ at Royal tulip TERRACE

პარასკევი, 19 აპრილი 22:00

აღწერა

✨19 აპრილს, ტერასის გრანდიოზული გახსნა!

Glitz community გთავაზობთ ყველაფერს,რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს ემოციებსა და შეგრძნებებს,განვლილ ივენთებზე მოწვეული არტისტების გაერთიანება, მუსიკალური სტილის გამორჩეული შერწყმა და საუკეთესო გარემო

ბავშვებისათვის - მოგზაურობა კულისებს მიღმა!

ოთხშაბათი, 17 აპრილი 14:00

აღწერა

თეატრი სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - „თეატრის ამბავი-კულისებს მიღმა“

თეატრის ამბავი არის 1 საათიანი მოგზაურობა თეატრში ბავშვებისათვის 6-8 და 9-11 წლამდე. „მოგზაურობისას“ ბავშვები მოისმენენ თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ მუშაობს სცენის მიღმა და როგორია თეატრის ყოველდღიური ცხოვრება.

Vino Vogue

შაბათი, 20 აპრილი 19:00

აღწერა

სასტუმრო შერატონში, ბარ-მაღაზია ვინოვოგში 20 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება მეღვინეობა Rtvelisi / რთველისი-ის ღვინოების დეგუსტაცია. ღონისძიებას წარუძღვება მეღვინე გიორგი ბაბუნიძე. ასევე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული დაფები. 🥂 🍷რთველისი არის ხარისხზე ორიენტირებული ქართული მეღვინეობის კომპანია. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოებს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი და ჭაჭა. გაეცანით საუკეთესო ხარისხი ღვინოებს და გაატარეთ სასიამოვნო დრო ვინოვოგში.

April Senate Club X Tariman X DJ Babba X Chkheto

პარასკევი, 19 აპრილი 23:00

აღწერა

19.04

Tariman, DJ Babba, Chkheto, and SPECIAL SHOW, Age control 24+, Face control

Huge Jam Session

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

🎶 მოემზადეთ არაჩვეულებრივი საღამოსთვის ამ პარასკევს, 19 აპრილს, 21:00 საათზე! 🌟

შემოგვიერთდით დიდ ჯემ სეიშენზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეზო კიკნაძის კვინტეტი, ნიჭიერი მუსიკოსები.

თამადა სქაი ბარში Weather Report

შაბათი, 20 აპრილი 22:00

აღწერა20 აპრილს, ყველაზე მაღალი სქაი ბარი - Weather Report მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსს და თანამედროვე ქართული მუსიკის კოლორიტს "თამადა".ისიამოვნეთ ელექტრონული და ქართული ტრადიციული ჰარმონიული მუსიკით, განსაკუთრებული ხედებით და საოცარი კოქტეილებით!

კასანგო

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

მთავარი არტისტი - სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO წარდგება.

Memo Events-ის მორიგი დაუვიწყარი ღონისძიება 19 აპრილს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში წამყვანი აფრო ჰაუსს მუსიკის შემქმნელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO.

Harry Potter and wizards of Tynda Music

ოთხშაბათი, 17 აპრილი 19:00

აღწერა

Tynda.music წარმოგიდგენთ მუსიკის ახალ საკონცერტო პროგრამას ჰარი პოტერის კინო სამყაროდან.

მსოფლიო ბესტსელერი ლიტერატურული რომანი კინოში კვლავ გაცოცხლდა.

ამ მშვენიერ საღამოს მაყურებელი ჩაძირული იქნება სასწაულებისა და წარმოუდგენელი თავგადასავლების ატმოსფეროში.

ჰარი პოტერში გაჟღერებულ მელოდიებს სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს.

გრძნეული, სამეფო კარის თამაშები, და კარიბის ზღვის მეკობრეები Mystery Ensemble

პარასკევი, 19 აპრილი 20:00

აღწერა

19 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. ჩაეფლობით მსოფლიოში ცნობილი ფილმის ისტორიებს! Mystery Ensemble, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ანსამბლი თბილისში, გიწვევთ ნათელ, უნიკალურ, საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობაში მსოფლიო კინოს ჰიტების სამყაროებში.

თავბრუდამხვევი თავგადასავლების პროგრამაში შედის "კარიბის ზღვის მეკობრეები", "სამეფო კარის თამაშები", ასევე მომხიბლავი საუნდტრეკები ცნობილი თამაშიდან "გრძნეული 3: ველური ნადირობა" და ფილმები რივიას გერალტის, მონსტრების მონადირის შესახებ.

Róisín Murphy @ ADAM & EVE

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

✦ 19 აპრილს - ადამი და ევას სეზონს გახსნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-დუოს Moloko-ს სოლისტი- Róisín Murphy-ი, გრანდიოზული კონცერტით.
🎶 Róisín Murphy - ირლანდიელი მომღერალია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა, 90-იან წლებში პოპ-დუო Moloko-სთან ერთად მოიპოვა. მათი რეპერტუარიდან, ყველაზე დიდი აღიარება სიმღერებმა - "The Time Is Now" და "Sing It Back" მოიპოვა. აღნიშნული სიმღერები, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.